Latest news
სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ეგვიპტეს შორის შეთანხმება მონასტრის ბერძნულ-მართლმადიდებლურ სტ... ვანგელის ცაპასი საკალათბურთო სკანდალის საქმის მთავარი მოწმეა საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავიდა - საათმა 1 საათით უკან გადაიწია ათენის საგარეუბნო მატარებლისა და მეტროს 24 სადგურის განახლება იგეგმება ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე საბერძნეთში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ 7 სპეციალიზებული ცენტრის შექმნა იგეგმება საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება - საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთიUncategorized

Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება – საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები

Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება – საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები

ბერძნულმა მედიასაშუალება protothema.gr-მა გაავრცელა ახალი აუდიოჩანაწერების შინაარსი, რომლებიც, სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, Pizza Fan-ის რესტორნების ქსელთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციას ეხება. გამოძიება ათობით მილიონი ევროს ოდენობის შესაძლო გადასახადებისგან თავის არიდებას შეეხება.

გამოქვეყნებულ საუბრებში კომპანიის ხელმძღვანელი კონსტანტინოს ანტარასი და მისი თანამშრომლები განიხილავენ შეკვეთების გაფორმებისას გამოყენებულ „გამასპინძლების“ („κέρασμα“) ოპერაციებს, რომელთა შედეგადაც ზოგიერთი გაყიდვა სათანადოდ არ აღირიცხებოდა და მომხმარებლებს ქვითრები არ გადაეცემოდათ.

ერთ-ერთ ჩანაწერში განხილულია შემთხვევა, როდესაც შეკვეთა თავდაპირველად სისტემაში „გამასპინძლებად“ („κέρασμα“) დაფიქსირდა, თუმცა მომხმარებელმა მოგვიანებით ქვითარი მოითხოვა. ამის შემდეგ კი სტანდარტული ქვითარი გაიცა. საუბარში კომპანიის წარმომადგენლები განიხილავენ, როგორ უნდა გამკლავებულიყვნენ მსგავს შემთხვევებს. სხვა საუბარში კი განიხილება დღგ-ს გადახდა და საგადასახადო შემოწმების შესაძლო რისკები.

ჩანაწერების თანახმად, კომპანიის ხელმძღვანელი ასევე საუბრობს საბერძნეთის დამოუკიდებელ საჯარო შემოსავლების ორგანოში (ΑΑΔΕ) არსებულ ნაცნობებსა და კომპანიის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებზე, რომელთა საფუძველზეც შესაძლო შემოწმებები იგეგმებოდა.

კონსტანტინოს ანტარასი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას სამშაბათს დაკითხავენ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *