ათენის საგარეუბნო მატარებლისა და მეტროს 24 სადგურის განახლება იგეგმება
ათენის საგარეუბნო მატარებლისა და მეტროს 24 სადგურის განახლება იგეგმება
ათენში საგარეუბნო მატარებლისა (Προαστιακός) და მეტროს პირველი ხაზის (ΗΣΑΠ) სადგურების განახლება მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის შეკეთებას, სისუფთავის გაუმჯობესებას, განათებისა და მგზავრთა საინფორმაციო სისტემების განახლებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გადაადგილების გამარტივებას.
საგარეუბნო მატარებლის ხუთ სადგურზე: Άνω Λιόσια, Μεταμόρφωση, Ηράκλειο, Κηφισίας და Πεντέλη სარემონტო სამუშაოების დაწყება კონტრაქტის გაფორმების შემდეგ იგეგმება. სამუშაოები დაახლოებით ოთხ თვეში უნდა დასრულდეს. პარალელურად, საბერძნეთის რკინიგზა ატიკის ცხრა სადგურს, მათ შორის Πειραιάς, Αθήνα (Σταθμός Λαρίσης) და Άγιοι Ανάργυροι, განაახლებს. ამ პროექტის დასრულება 2027 წლის გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი.
განახლების სამუშაოები შეეხება ასევე Νερατζιώτισσα, ΣΚΑ და Ρουφ სადგურებს. დამატებით, ოთხ სადგურზე: Δουκίσσης Πλακεντίας, Παλλήνη, Παιανία-Κάντζα და Κορωπί შეკეთდება ბაქნები, კიბეები და სხვა ინფრასტრუქტურა, განახლდება დასაჯდომი ადგილები და ნაგვის ყუთები.
მეტროს პირველ ხაზზე უკვე განახლდა სადგურები: Ομόνοια, Βικτώρια, Πετράλωνα და Κηφισιά, ხოლო სამუშაოები Μοναστηράκι-ზე გრძელდება. დაგეგმილია ამ ხაზის ყველა სადგურზე ლიფტებისა და ესკალატორების შეცვლაც.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელმისაწვდომობას. Καλλιθέα-ს სადგურზე სამუშაოები მომდევნო პერიოდში დაიწყება და დაახლოებით 12 თვე გაგრძელდება. პროექტი მოიცავს პანდუსების, განათებისა და ნიშნულების გაუმჯობესებას, ასევე უსინათლო მგზავრებისთვის განკუთვნილი მიმართულების მაჩვენებლების განახლებას. მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად მეტროს პირველი ხაზის დანარჩენ 23 სადგურზეც იგეგმება.
გარდა ამისა, ათენისა და სალონიკის მეტროს ქსელებში იგეგმება ციფრული სანავიგაციო სისტემების დანერგვა, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებმა სადგურებში გადაადგილება უფრო მარტივად და უსაფრთხოდ შეძლონ. ქვეყნის მასშტაბით კიდევ 33 რკინიგზის სადგურზე ხელმისაწვდომობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა დაგეგმილი.
პროექტების მთავარი მიზანია სადგურების უფრო სუფთა, უსაფრთხო და მოსახერხებელ სივრცეებად გარდაქმნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიური გადაადგილების გაუმჯობესება.
