Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

“ეგეოსის ავიახაზების” ლაინერმა ნეაპოლში ავარიული დაშვება განახორციელა

ბერძნული ავიაკომპანია “ეგეოსის ავიახაზების” კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც სალონიკი-ბარსელონას რეისს ასრულებდა, ნეაპოლის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავში 156 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.

Aegean-ის ცნობით, A3 560 რეისზე იყო გაფრთხილება  თვითმფრინავის სალონში თანდათანობითი დეკომპრესიის შესახებ.

კაპიტანმა, პროტოკოლის შესაბამისად, მოითხოვა ნებართვა ავარიული დაშვებისთვის უახლოეს აეროპორტში.

ეს იყო ნეაპოლის აეროპორტი სადაც მოხდა მგზავრების უსაფრთხო ჩამოყვანა თვითმფრინავიდან.

საბედნიეროდ ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა და არავინ დაშავებულა, კომპანიამ უკვე გაგზავნა სხვა თვითმფრინავი, რათა  გაგრძელდეს ფრენა დანიშნულების ადგილამდე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *