წვიმამაც ვერ შეაჩერა ხიოსის პორტში უზარმაზარი საბერძნეთის დროშის აღმართვის ცერემონია
წვიმამაც ვერ შეაჩერა ხიოსის პორტში უზარმაზარი საბერძნეთის დროშის აღმართვის ცერემონია
27 ოქტომბერს, სამშაბათს, მიუხედავად წვიმისა, საბერძნეთის კუნძულ ხიოსის ცენტრალური პორტის სამხრეთ მოლზე უზარმაზარი ეროვნული დროშა აღმართეს. დროშის აღმართვის ცერემონია საბერძნეთის ეროვნული დღესასწაულის, 28 ოქტომბრის, აღსანიშნავად გამართული საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
დროშა აღმართვის ადგილზე ხიოსის საზღვაო აკადემიის 60-მა სტუდენტმა მიიტანა. ცერემონიას მუსიკალურად ხიოსის მუნიციპალიტეტის ფილარმონიული ორკესტრი აფორმებდა.
ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა და კუნძულის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. უამინდობის მიუხედავად, ტრადიციული ცერემონია შეუფერხებლად ჩატარდა.
Facebook Comments Box
