Latest news
საბერძნეთში პირველი საშობაო ნაძვის ხე აინთო სალმა ჰაიეკი 60 წლის ასაკში: ადრე ასაკი მაშინებდა, ახლა კი ცხოვრებით ვტკბები დაშავებული სტუდენტი სტუდენტებზე თავდასხმის მომენტს იხსენებს საბერძნეთი: რომელ რეგიონებში გაუარესდება ამინდი სფაკია: უნიკალური ხეობები ალტერნატიული ტურიზმის განვითარების ეპიცენტრში ეთიოპიელმა მორბენალმა ათენის 43-ე კლასიკურ მარათონში რეკორდული მაჩვენებლით გაიმარჯვა სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესებისთვის კიბერუსაფრთხოების ერთიანი გზამკვლევის შექმნის ინიციატივას ა... დაძაბულობა საბერძნეთის მუნიციპალიტეტების ცენტრალური კავშირის კონფერენციაზე: ხარის დუკასმა კენჭისყრის... სალონიკში ცხოველთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ზოღრაფუს უნივერსიტეტის კამპუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სტუდენტი დაშავდა
კვირა, ნოემბერი 8, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

საბერძნეთი: რომელ რეგიონებში გაუარესდება ამინდი

საბერძნეთი: რომელ რეგიონებში გაუარესდება ამინდი

საბერძნეთში მომავალი კვირის განმავლობაში ამინდი არამდგრადი იქნება. მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე ძლიერი ქარი. განსაკუთრებით დასავლეთ რეგიონებში ორშაბათს, 9 ნოემბერს ძლიერი ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი.

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, კვირას, 8 ნოემბერს, ნალექი ძირითადად იონიის კუნძულებსა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევრიდან იონიის კუნძულებზე შესაძლოა ცალკეული ელჭექიც განვითარდეს. ეგეოსის ზღვაში ჩრდილოეთის ქარის სიჩქარე ადგილობრივად 7 ბოფორს მიაღწევს. ტემპერატურა შედარებით დაბალი იქნება: ჩრდილოეთ რეგიონებში 12–15, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი 16–20 გრადუსი.

ორშაბათს ამინდის გაუარესება ქვეყნის უფრო მეტ რეგიონს შეეხება. ნალექი და ელჭექი ჯერ იონიის ზღვასა და კონტინენტურ ნაწილში, შემდეგ კი სხვა რეგიონებშიც გავრცელდება. დასავლეთში მოსალოდნელია ძლიერი ელჭექი, ხოლო დღის მეორე ნახევარში მისი განვითარება აღმოსავლეთ კონტინენტურ ნაწილსა და ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვაშიც არ არის გამორიცხული. მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, ტემპერატურა, განსაკუთრებით ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მცირედ მოიმატებს.

სამშაბათს, 10 ნოემბერს კონტინენტური საბერძნეთის უმეტეს ნაწილში ამინდი თანდათან გაუმჯობესდება. ნალექი ძირითადად კიკლადესზე, კრეტაზე, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებსა და დოდეკანისაზე შენარჩუნდება. დილის საათებში ამ რეგიონებში ცალკეული ელჭექიც არის მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე უმეტესად 3–4 ბოფორი იქნება, სამხრეთის ზღვებში კი შესაძლოა 5 ბოფორს მიაღწიოს.

ოთხშაბათს, 11 ნოემბერს, ამინდი კიდევ უფრო დასტაბილურდება. დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მოსალოდნელია მცირე ინტენსივობის ადგილობრივი წვიმა, თუმცა ფართომასშტაბიანი ნალექი არ არის მოსალოდნელი. ქარი სამხრეთის მიმართულებით დაუბერავს, ტემპერატურა კი მოიმატებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *