ზოგიერთი ოფიციალური პირი ეჭვობს, რომ ხანძრების გაჩენაში ადამიანის ხელი ურევია
ზოგიერთი ოფიციალური პირისა და საბერძნეთის სახანძრო დეპარტამენტის ადგილობრივი წევრების მიერ გაჩნდა ვარაუდი, რომ საბერძნეთში მძვინვარე ტყის ხანძრები შესაძლოა გამოწვეული იყოს განგებ ცეცხლის გაჩენის შედეგად.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლება და მაშველები აგრძელებენ ქვეყნის ნაწილებში დამანგრეველ ტყის ხანძრებთან ბრძოლას, სულ უფრო იზრდება ვარაუდები, რომ ხანძრების გამომწვევი მიზეზი სულ მცირე, შეგნებულად გაჩენილი ცეცხლია.
უზარმაზარი ფართობი დაიწვა კუნძულებზე კორფუზე, როდოსზე და ევიაზე. ტყის ხანძრები სასიკვდილო აღმოჩნდა- სამშაბათს, ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავის კაპიტანი და მეორე პილოტი დაიღუპნენ როდესაც მათი თვითმფრინავი კუნძულ ევიაზე, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობის დროს ჩამოვარდა.
თეოფანოს სკემბრისი, ჩრდილოეთ კორფუს მერის მოადგილე, გამოეხმაურა ამ ვარაუდს და მხარი დაუჭირა მტკიცებას, რომ ოთხი ხანძარი “ერთდროულად დაიწყო”.
პრესასთან საუბრისას ბ-ნმა სკემბრისმა კომენტარი გააკეთა: ”ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, მაგრამ მათი პირველი არაოფიციალური ვარაუდი არის, რომ ეს იყო ცეცხლის წაკიდება – ხანძარი არ შეიძლება ერთდროულად გაჩნდეს ოთხ სხვადასხვა ადგილას. კუნძულზე ახლა უკეთესი მდგომარეობაა, ხანძრის უმეტესობა კონტროლს ექვემდებარება. ეხმარებიან სახანძრო თვითმფრინავები. მჯერა, რომ ყველაფერი მალე დასრულდება“-ამბობს იგი.
კორფუს მერის მოადგილე ტურიზმისა და მშენებლობის საკითხებში, ასევე იმეორებს განწყობას, რომ ტყის ხანძრები გამოწვეული იყო ადამიანების მიერ, რომლებიც “სიამოვნებას იღებენ სხვა ადამიანების ტანჯვით”.
მსგავსი ეჭვები გაჩნდა კუნძულ როდოსზე გაჩენილ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით.
როდოსის სახანძრო დეპარტამენტის სპიკერმა, ვასილის ვათრაკოიანისმა ადგილობრივ მედიასაშუალებებთან საუბრის დროს თქვა, რომ „ხანძარი ადამიანის ხელით ჩნდება“.
„დაუდევრობის გამო ხდება ეს თუ თაღლითობის გამო, გამოჩნდება, როგორც კი გვექნება სრული ინფორმაცია, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენ გავაკეთებთ განცხადებებს”-ამბობს ის.
