17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის
17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის
ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, 1973 წლის ნოემბრის სტუდენტური აჯანყების 53-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. 17 ნოემბერს დილის 09:00 საათის შემდეგ უნივერსიტეტის ისტორიული შენობის ჭიშკარი ისევ გაიხსნება და მოქალაქეები, მათ შორის ბავშვიანი ოჯახები, მოსწავლეები და სტუდენტები ისევ შეკრიბებიან წითელი მიხაკებითა და ყვავილებით ხელში დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლთა ხსოვნისა და 1973 წლის ნოემბრის მოვლენების მონაწილეებისათვის პატივის მისაგებად.
საიუბილეო ღონისძიებები ხვალ კულმინაციას მიაღწევს ტრადიციული მსვლელობით, რომელიც ათენის ცენტრიდან აშშ-ს საელჩოს მიმართულებით გაიმართება.
ღონისძიებებთან დაკავშირებით დედაქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. წესრიგის დასაცავად მობილიზებულია 5 000-ზე მეტი პოლიციელი. ამასთან, 17 ნოემბერს დღის 14:00 საათიდან ათენის მეტროს სამი სადგური „სინტაგმა“, „პანეპისტიმიო“ და „მეღარო მუსიკისი“ დაიკეტება. ასევე, ათენის ცენტრში დაწესებულია სატრანსპორტო შეზღუდვები და ეტაპობრივად გადაიკეტება პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, სინტაგმის მოედნისა და ვასილისის სოფიას გამზირის მიმდებარე ქუჩები.
