Latest news
საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: ჩემოდანში დატოვებული ქალის ცხედარი ბურკინა-ფასოს მოქალაქეს 24 წლის ამარატას ეკუთვნის

ათენი: ჩემოდანში დატოვებული ქალის ცხედარი ბურკინა-ფასოს მოქალაქეს 24 წლის ამარატას ეკუთვნის

ბერძნული გამოცემა protothema.gr ავრცელებს ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს, როგორ გადააქვს გვინეის მოქალაქეს 24 წლის ამარატას ცხედარი ჩემოდნით. ახალგაზრდა ქალი წარმოშობით ბურკინა-ფასოდან იყო, ხოლო მისი ცხედარი ათენის წმინდა პანტელეიმონის რაიონში, ჩემოდანში აღმოაჩინეს.

ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსიდან გამოდის. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე ის იმავე შენობაში ახალგაზრდა ქალთან ერთად შევიდა.

საქმის მთავარი ეჭვმიტანილი საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ევროპული დაკავების ორდერის საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული და ახალგაზრდა ქალი ერთმანეთს 29 ოქტომბერს შეხვდნენ. სავარაუდოდ, მან ქალი ლიოსიონის ქუჩიდან წაიყვანა საკუთარ ბინაში, სადაც მასზე ფიზიკურად იძალადა და მოკლა.

ეჭვმიტანილი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ბინაში დარჩა. 5 ნოემბერს კი მან ქალის ცხედარი ჩემოდნით ქუჩაში ჩაიტანა და იმ ადგილას დატოვა, სადაც მოგვიანებით სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს.

ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ასუფთავებს ეჭვმიტანილი საცხოვრებელი კორპუსის საერთო სივრცესა და ტროტუარს მას შემდეგ, რაც ჩემოდნით ცხედარი გაიტანა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *