ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
იპიროსის მაცხოვრებელი 14 წლის მოზარდის ისტორიამ კიდევ ერთხელ შეახსენა როგორც აკადემიურ საზოგადოებას, ასევე სრულიად საბერძნეთს სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის აუცილებლობის საკითხის არსებობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბიჭი, რომელიც თანაკლასელების მხრიდან გამუდმებული ბულინგის მსხვერპლი იყო, მათზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენას ცდილობდა.
მოზარდი იარაღის მოძიებას ინტერნეტით, კერძოდ, Telegram-ის საშუალებით ცდილობდა. გამოძიების ინფორმაციით, თანატოლები მას შეურაცხყოფას აყენებდნენ, მათ შორის დედის უცხოური წარმოშობის გამო. სკოლის მოსწავლემ იარაღის შეძენა ვერ შეძლო და თანხა, რომელიც იარაღის შესაძენად გადარიცხა, დაკარგა.
მოზარდის საეჭვო ონლაინაქტივობის შესახებ უცხოეთის შესაბამისმა სამსახურებმა საბერძნეთის ანტიტერორისტულ სამსახურს შეატყობინეს.
შემთხვევის შესწავლა არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე შესაბამის სამსახურებს გადაეცა. მშობლები ინფორმირებულნი არიან, ხოლო მოზარდი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან გადაამისამართეს, რათა საჭირო ფსიქოლოგიური დახმარება მიიღოს.
