Latest news
კრეტაზე მოსწავლემ დაკარგული საფულე იპოვა და მფლობელს დაუბრუნა დემოგრაფიული კრიზისი – ეროვნული მნიშვნელობის საკითხი როდოსის მოსახლეობამ ადგილობრივ საავადმყოფოს თანამედროვე სამედიცინო აპარატურა დაუფინანსა ზამბუნის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს  ევროპული პროკურატურა 87 მილიონი ევროს თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს საბერძნეთი: კვირას ძლიერი შტორმი ათენშიც არის მოსალოდნელი ყალბი ქვითრების თაღლითური სქემა – სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 12,6 მილიონ ევროზე მეტია ვინ არის პირი, რომელსაც ვანგელის ზამბუნის მკვლელობაში ედება ბრალი ნოემბრის ბოლოს სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი საბერძნეთი: 114 არალეგალმა ემიგრანტმა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში ქვეყანა დატოვა
კვირა, ნოემბერი 29, 2026
საბერძნეთიUncategorized

ნოემბრის ბოლოს სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

ნოემბრის ბოლოს სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

საბერძნეთს ძლიერი უამინდობის ფენომენი „არგოსი“ (ARGOS) უახლოვდება. მეტეოროლოგების პროგნოზით, ყველაზე რთული დღე კვირა, 29 ნოემბერი იქნება, როდესაც ძლიერ წვიმასა და შტორმს ატიკის რეგიონშიც ელოდებიან.

შაბათს, 28 ნოემბერს, ძლიერი ნალექი დასავლეთ საბერძნეთში, იონიის კუნძულებზე, იპიროსზე, დასავლეთ პელოპონისოსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზეა მოსალოდნელი.

კვირას უამინდობა აღმოსავლეთ საბერძნეთში გადაინაცვლებს. ატიკის გარდა, ძლიერი წვიმა და შტორმი მოსალოდნელია თესალიაში, სპორადესზე, ევიასა და პელოპონისოს აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში. ეგეოსის ზღვაში ქარის სიჩქარე ადგილობრივად 10 ბოფორს მიაღწევს. ჩრდილოეთ და ცენტრალურ საბერძნეთში მოსალოდნელია დიდთოვლობაც.

ორშაბათს, 30 ნოემბერს, ძლიერი შტორმი განსაკუთრებით კრეტაზეა მოსალოდნელი, ხოლო ეგეოსის ზღვაში კვლავ შენარჩუნდება ძლიერი, ადგილობრივად 10 ბოფორამდე ქარი.

სინოპტიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით კვირას, როდესაც ამინდის პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *