ზამბუნის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს
ზამბუნის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს
საბერძნეთის პოლიციამ 27 ნოემბერს 43 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც 2024 წლის იანვარში ნეოს კოზმოსზე ვანგელის ზამბუნის მკვლელობაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. მას კრიმინალურ წრეებში მეტსახელად „კინეზო“-დ (Κινέζος) იცნობენ.
ეჭვმიტანილი გასული წლის აგვისტოში კვიპროსის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აიყვანეს. თურქეთის ხელისუფლების ჩარევის შემდეგ საერთაშორისო დაკავების ორდერი საბერძნეთშიც ამოქმედდა, რის შედეგადაც იგი ათენში დააკავეს. დაკავებული ატიკის პოლიციის სამმართველოდან ეველპიდონის სასამართლოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ვანგელის ზამბუნი, მეტსახელად „ზამბონი“, ე.წ. ბერძნული მაფიის ერთ-ერთი ცნობილი ფიგურა, 2024 წლის 14 იანვარს, ნეოს კოზმოსზე, ბენზინგასამართ სადგურთან მოკლეს.
თავდამსხმელები ჯიპით მიუახლოვდნენ მის ავტომობილს და კალაშნიკოვის ტიპის ავტომატით 28 წამში დაახლოებით 100 გასროლა განახორციელეს. მკვლელობა ბერძნული კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ შეკვეთილ მკვლელობად მიიჩნევა.
