Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

14 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა მძღოლს, რომელიც ირაკლიოს ცენტრში მდებარე მინი მარკეტის ვიტრინაში შევარდა

14 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა მძღოლს, რომელიც ირაკლიოს ცენტრში მდებარე მინი მარკეტის ვიტრინაში შევარდა

14 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 47 წლის მძღოლს, რომელიც ირაკლიოს ცენტრში მდებარე მინი მარკეტის ვიტრინაში შევარდა.

დამნაშავეს ჩამოართვეს მართვის მოწმობა და დაეკისრა 1200 ევროს ოდენობის ჯარიმა.

საბერძნეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით 14 თვიანი სასჯელი დამნაშავეს ჩაუნაცვლდება 3 წლიანი პირობითი პატიმრობით. 

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა კალოკერინუს გამზირზე დაფიქსირდა. საგზაო პოლიციამ მძღოლს ალკოტესტი ჩაუტარა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

საბედნიეროდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მატერიალური ზიანი მიადგა როგორც მინი მარკეტს, ასევე მარკეტთან მდგომ ვოლტის კურიერის მოტოციკლეტს და ავტომანქანას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *