Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ესპანური ბანდის წევრი დედა-შვილი მიკონოზე საჰაერო გზით ჩასულ ტურისტებს ძარცვავდნენ

კუნძულ მიკონოზე დააკავეს ესპანური ბანდის სამი წევრიდან ორი-დედა და შვილი, რომლებიც კუნძულზე საჰაერო გზით ჩასული ტურისტებისგან ძვირადღირებულ ჩანთებს და სამკაულებს იპარავდნენ.

47 წლის დედა 30 მაისს, ელეფთერიოს ვენიზელოს აეროპორტში დააკავეს, რომელსაც თან ნაძარცვი ნივთები ჰქონდა, მის 24 წლის ვაჟს კი ქურდობაში მონაწილე უცნობ ახალგაზრდა ქალთან ერთად ეძებენ .

კერძოდ, ვაჟი და მისი შეყვარებული მიკონოს აეროპორტში ჩასულ მსხვერპლს ყურადღების გადატანის მიზნით გამოელაპარაკებოდნენ, ეკითხებოდნენ მათ გეგმებზე და მიზნებზე, ამასობაში კი 47 წლის ქალი ძარცვავდა მას ისე, რომ ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა.

დღეს პოლიციამ, ათენის საოლქო პროკურატურის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, გაასაჯაროვა დედა-შვილის პირადი მონაცემები და ფოტოები.

როგორც განმარტავენ, ეს კონკრეტული ნაბიჯი მიზნად ისახავს მთლიანად საზოგადოების დაცვას და  პრევენციას მომავალში მსგავსი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად, ასევე იმის დასადგენად, ხომ არ მონაწილეობდნენ აღნიშნული პირები წარსულში რომელიმე დანაშაულებრივ ქმედებაში, რომელიც ჯერ არ გახსნილა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *