მასწავლებლის ისტორია, რომელიც სკოლაში ყოველ დილას 1 მოსწავლის გამო ბრუნდება
მასწავლებლის ისტორია, რომელიც სკოლაში ყოველ დილას 1 მოსწავლის გამო ბრუნდება
საბერძნეთი, ისევე როგორც სრულიად ევროპა, რომ დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას ამის მომსწრენი უკვე ყოველდღიურად ვხდებით.
პრობლემის არსებობა განსაკუთრებით უფრო ნათელია კუნძულებზე, სადაც მოსწავლეების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია შობადობის შემცირებასთან.
სწორედ ამ პრობლემით იწყება დამწყები მასწავლებლის, იოანნა პანტუს ისტორიაც, რომელიც კუნძულ კიკლადესზე ყოველ დილას სკოლაში 1 მოსწავლის გამო ბრუნდება.
“კარგი მხრიდან თუ შევხედავთ მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს კერძო გაკვეთილებს დაესწროს, შეგვიძლია თავად ავირჩიოთ თემატიკა და თავისუფლად წარვმართოთ გაკვეთილი. ძალიან კარგი მოსწავლეა სოფია და პროგრესირებაც არ გვიჭირს. თუმცა ხანდახან ცოტა მოსაწყენიც კია.” – სწორედ ასე იწყებს საუბარს დამწყები მასწავლებელი იოანნა პანტუ, რომელიც კუნძულ კიკლადესზე ირაკლიას საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად გაამწესეს.
იოანნა პანტუ კიკლადესიდან არ არის, ის კუნძულზე 10 წლის წინ ჩავიდა შემცვლელ მასწავლებლად იმისთვის, რომ მუდმივ პოზიციაზე დასანიშნად საჭირო ქულები დაეგროვებინა. წარმოშობით კუნძული სერესიდან, კერძოდ კარპერიდან არის და ხუმრობით ამბობს: “ჩემი სოფელი სერესის ირაკლიასთან არის ახლოს და ჰოპ, მასწავლებლად კიკლადესის ირაკლიაში გამამწესეს.”
გემიდან ჩამოსვლისთანავე განცდილმა სიჩუმემ იოანნა ძალიან შეაშინა, თუმცა მალევე გაიცნო ქალაქი, ადგილობრივი მაცხოვრებლები და მისი მეორე ნახევარიც, რომელთან ერთადაც 3 შვილი შეეძინა და ახლა უკვე კუნძულის სიჩუმეს მისი შვილების ხმაური ანაცვლებს.
ადგილი, სადაც იოანნა დროებით, ქულების მოსაგროვებლად ჩავიდა, ახლა უკვე მის სახლად იქცა.
სკოლაში, სადაც ასწავლის, მხოლოდ ერთი კლასია, ერთი მოსწავლით.
Action 24 – თან საუბრისას მასწავლებელი აცხადებს, რომ სკოლასთან ახლოს არის საბავშვო ბაღიც სადაც მისი შვილი და მისი მოსწავლის და დადიან, რაც შესვენების ერთად გატარების საშუალებას აძლევთ.
