Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ვოლოსი: გარდაცვლილი ახლობელი ოჯახმა საავადმყოფოში დატოვა რადგან დაკრძალვის ხარჯებს ვერ ფარავენ

ვოლოსში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი მძიმე სიტუაციაში იმყოფება, რადგან გარდაიცვალა ოჯახის წევრი მამაკაცი და იძულებული გახდნენ ცხედარი საავადმყოფოში დაეტოვებინათ, რადგან დასაფლავებისთვის ფული არ აქვთ.

კერძოდ, საავადმყოფოში ხანმოკლე ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაცვლილი 55 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები უარს აცხადებენ მის დაკრძალვაზე და შესაბამისი ხარჯების გაღებაზე იმ მიზეზით, რომ ღარიბები არიან და დაკრძალვისთვის საჭირო თანხა არ აქვთ, რის შესახებაც როგორც ამბობენ, პოლიციასაც აცნობეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოჯახმა არ მიიღო გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი და საავადმყოფოშივე დატოვა.

ამავე წყაროს ინფორმაციით შესაბამისი სამსახურები ჩაატარებენ შემოწმებას, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გარდაცვლილის ოჯახის წევრების ეკონომიკური შესაძლებლობები მათ მიერ აღწერილ მდგომარეობას.

იმ შემთხვევაში, თუ მათი პრეტენზიები ნამდვილად რეალურია, გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გაიღებს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ხუთი ძმა ჰყავდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *