Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

ნეპალში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი ექვსი ადამიანი დაიღუპა

ექვსი ადამიანი, მათ შორის ხუთი მექსიკის მოქალაქე დაიღუპა ნეპალში, ტურისტული ვერტმფრენის ჩამოვარდნისას.

მაშველებმა ხუთი მათგანის ცხედარი იპოვეს და მეექვსეს ეძებენ, განმარტა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ტურისტული ვერტმფრენი სურკედან, ევერესტის მთის მიმდებარე ტერიტორიიდან  ადგილობრივი დროით 10:04 საათზე აფრინდა დედაქალაქისკენ, მაგრამ მისი აფრენიდან დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია დაიკარგა.

ნეპალში, ქვეყანაში, სადაც საჰაერო უსაფრთხოება სავალალოა, ექვსი თვის წინ ავიაკატასტროფაში 72 ადამიანი დაიღუპა.

აზიური ქვეყნის თოვლიანი მწვერვალები და შორეული, მიუწვდომელი აეროპორტები გამოწვევას უქმნის ყველაზე გამოცდილ პილოტებსაც კი.

თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, ამინდის პირობები ხშირად იცვლება, რაც ფრენის პირობებს სახიფათო ხდის ქვეყანაში, სადაც საავიაციო სექტორი ისედაც განიცდის ხარვეზებს, არა მხოლოდ მფრინავების მომზადების, არამედ აეროპორტების კეთილმოწყობის მხრივაც.

ევროკავშირმა საჰაერო ტრანსპორტის სექტორის სავალალო მდგომარეობის გამო, აკრძალა ნეპალის კომპანიების ფრენები მის საჰაერო სივრცეში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *