Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ხანძარი ახლა: 81 კერა ბოლო 24 საათის განმავლობაში – მაღალი რისკის ზონები სამშაბათს

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გაჩენილი ხანძრების რაოდენობამ 81-მიაღწია.

ხანძრის შესახებ უახლესი საგანგებო ინფორმაციის  თანახმად, სახანძრო ბრიგადები  ახორციელებენ ბრძოლას, რათა ხანძარი ეროვნულ გზატკეცილს არ მიუახლოვდეს, ამასთანავე  მიმართავენ მძღოლებს, თავი  შეიკავონ გზატკეცილის პატრა-ათენის მონაკვეთზე  გადაადგილებისგან.

სახანძრო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, იანის არტოპიოსმა განაცხადა, რომ ხვალ ასევე ძალიან მძიმე დღე იქნება ხანძრის საფრთხის მხრივ, რადგან ქარის ინტენსივობა 7 ბოფორტს  მიაღწევს.

თავის მხრივ პოლიციის წარმომადგენელმა ქალბატონმა დიმოგლიდუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახანძრო ფრონტზე ასობით პოლიციელია მობილიზებული, რომლებმაც 141  გადარჩენა განახორციელეს კუვარაში და 26 ლუტრაკიში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლიციის მიერ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხანძრის გამო მიტოვებული სახლების ძარცვის შესაძლო მცდელობების აღკვეთის ღონისძიებები.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *