Latest news
რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსი... Cosmote Telekom-ი მეტალიკას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებს როდემდე უნდა გადავცვალოთ ძველი პირადობები
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთი

ვოლოსი: 25 წლის ახალგაზრდამ მანქანით დაარტყა დედას, რადგან ის სახლიდან არ უშვებდა

გავრცელდა ინფორმაცია  ოჯახური ძალადობის შესახებ ვოლოსში. კერძოდ, სამშაბათს ნაშუადღევს, 25 წლის მამაკაცმა ავტომანქანის უკუსვლით დაარტყა და სხეულის დაზიანება მიაყენა საკუთარ დედას, როდესაც ის მანქანის უკანა მხარეს იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს იყო არა უბედური შემთხვევა, არამედ მიზანმიმართული ქმედება შურისძიების მიზნით,  იმის გამო, რომ 25 წლის ახალგაზრდას დედა სახლიდან არ უშვებდა.

დარტყმის შემდეგ საავადმყოფოში მისულ დაშავებულ ქალს შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებისას სხეულის მსუბუქი დაზიანება დაუდგინდა, როგორც აღმოჩნდა მანქანით მიყენებული დარტყმა არც თუ ისე ძლიერი იყო.

დედამ 25 წლის შვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რის შემდეგაც ახალგაზრდა  დააკავეს და მის წინააღმდეგ საქმე ოჯახური ძალადობის და სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტზე აღიძრა, თუმცა სასამართლო პროცესი გადაიდო, რადგან დედა სასამართლოში არ გამოცხადდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *