Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

მონიკა ბელუჩი ათენში იმყოფება

მას შეუძლია გადასაღებ მოედანზე შესვლისთანავე “დრო გააჩეროს”, ნებისმიერი ეროვნებისა და წარმომავლობის რეჟისორთან წარმატებულად ითანამშრომლოს, ითამაშოს საკულტო როლები და ათწლეულების გასვლის შემდეგაც კი დარჩეს  მარადიული სილამაზის უნივერსალურ სიმბოლოდ.

ის  წლების გასვლის შემდეგაც კი  არაჩვეულებრივად გამოიყურება და კვლავ ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

58 წლის მსახიობი ამჯერად ათენის საერთაშორისო აეროპორტში შენიშნეს.

მონიკა ბელუჩი საბერძნეთში სამშაბათიდან, 28 მარტიდან  იმყოფება, როგორც ცნობილი გახდა მისი ფოტოდან, რომელიც ინსტაგრამზე გავრცელდა.

ფოტოგრაფი ნიკოს ზოტოსი იტალიელ ვარსკვლავს ელეფთერიოს ვენიზელოს აეროპორტში ჩასვლისას შეხვდა და ფოტო გადაუღო, ფოტო კი პირად პროფილზე story-ს საშუალებით ატვირთა.

Proino”-ს ცნობით, მონიკა ბელუჩი დიდი ალბათობით ათენის ცენტრში, კონკრეტულად სასტუმრო “დიდ ბრიტანეთში” დაბინავდება, რაც ჯერ არ არის დადასტურებული.

მსახიობი ხშირად სტუმრობს საბერძნეთს დასასვენებლად, თუმცა ამჯერად მისი ვიზიტის მიზეზი უცნობია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *