Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ტერორისტების მიზანი- 15000ევრო თითოეულ მსხვერპლზე

საბერძნეთმა დიდი ტრაგედია აიცდინა თავიდან.

როგორც ცნობილი გახდა  პაკისტანელების  მიერ იგეგმებოდა ტერორისტული თავდასხმები საბერძნეთში, რომელიც დაუყოვნებლივ იქნა გამოვლენილი და აღკვეთილი.

აღნიშნულმა პიროვნებებმა მიიღეს ბრძანება ირანში მყოფი, მკვლელობისათვის ძებნილი თანამემამულისგან, რათა მოეძიათ  ქვეყნის ტერიტორიაზე თანამზრახველები და განეხორციელებინათ ტერაქტების სერია.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტები სულ მცირე, თხუთმეტი თანამემამულის აყვანას ცდილობდნენ თანამზრახველებად,  მაგრამ უშედეგოდ.

ეს პირები ხელისუფლებამ დაკითხა მოწმის სახით, შემოწმებულია მათი მობილური ტელეფონებიც.

მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხის  შესახებ პირველადი ინფორმაცია ეროვნული დაზვერვის სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში გავრცელდა.

როდესაც შეგროვებულმა მტკიცებულებებმა ინფორმაციის მართებულება დაადასტურა აღმოჩნდა, რომ ისინი უკვე ძალიან ახლოს იყვნენ   აღნიშნული  გეგმის განხორციელებასთან.

ტერორისტები თავდაპირველად საბერძნეთში არალეგალურად ყოფნის საბაბით დააკავეს, ხოლო მათი მობილური ტელეფონებიდან მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი ქმედების შესახებ.

პოლიციის წყაროების თანახმად, ორი ტერორისტი მიზნად ისახავდა ფსირის ებრაულ სინაგოგაზე თავდასხმას.

მათი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიკვდილი, რადგან თითოეულ  მსხვერპლზე დაწესებული იყო ფულადი თანხა- 15000 ევრო.

ამით აიხსნება ის, რომ ტერორისტული აქტის დროს ისინი ჯერ გაზის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებას  აპირებდნენ, რათა ბევრი დაღუპული ყოფილიყო და შემდეგ იარაღით შედიოდნენ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *