Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ამინდის ახალი საგანგებო პროგნოზი – დღეს ტემპერატურა 45 გრადუსს მიაღწევს

მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით დღეს, კვირას ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს, უჩვეულოდ ძლიერი სიცხის ტალღა საგრძნობი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ორშაბათს (24/7) ძალიან მაღალი ტემპერატურა დროებითი უკან დაიხევს, ხოლო სამშაბათს (7/25) და ოთხშაბათს (7/26) ახალი (მესამე) თერმული აფეთქებაა მოსალოდნელი, ხუთშაბათიდან (27/7) კი ტემპერატურა კვლავ  შესამჩნევად დაიწევს.

უფრო კონკრეტულად:

დღეს, კვირას ტემპერატურა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს:

თესალიაში, ცენტრალურ საბერძნეთსა და პელოპონესში 42-დან 44 გრადუს ცელსიუსამდე.

მაკედონიაში, თრაკიაში, ეპირუსში 39-დან 41 გრადუს ცელსიუსამდე.

ორშაბათს (24/7) ტემპერატურის 2-5 გრადუსით კლებაა მოსალოდნელი, ყველაზე დიდი ვარდნა მოსალოდნელია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ყველაზე მცირე კი დასავლეთში. მაქსიმალური მნიშვნელობები მიაღწევს:

კონტინენტურ რაიონებში 38-დან 40-მდე და ადგილ-ადგილ ცენტრალურ საბერძნეთსა და პელოპონესზე 41-დან 42 გრადუს ცელსიუსამდე.

იონიის კუნძულებზე, დოდეკანესსა და სამხრეთ კრიტზე 37-დან 39 გრადუსამდე და დანარჩენ კუნძულოვან ტერიტორიებზე 35-დან 36 გრადუს ცელსიუსამდე.

ყველა არსებული საპროგნოზო მონაცემებით, სამშაბათს და  ოთხშაბათს კვლავ ძალიან მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი ქვეყანაში. მაქსიმალური მნიშვნელობები მიაღწევს კონტინენტურ 42-დან 44 გრადუს ცელსიუსამდე.

ხუთშაბათს ჰაერის ტემპერატურის 6-დან 8 გრადუსამდე კლებაა მოსალოდნელი ქვეყნის უმეტეს რაიონში.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *