Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთი

ათენთან ახლოს მდებარე ხუთი საუკეთესო ლოკაცია ზაფხულის გასაგრძელებლად

სექტემბერი იდეალური თვეა მინი ექსკურსიებისა და კიდევ რამდენიმე ჩაყვინთვისთვის, ამიტომ ხანმოკლე დასვენების და განტვირთვის მოსაწყობად ქვემოთ წარმოდგენილა ხუთი მიმართულება-კუნძული და მატერიკი, რომლებიც ათენიდან სულ რაღაც ორი საათის სავალი მანძილით არის დაშორებული და სადაც იპოვით ყველაფერს რაც საჭიროა ზაფხულის გასახანგრძლივებლად- მშვენიერი პლაჟები კრისტალურად სუფთა წყლებში ცურვისთვის, კარგი საკვები და ულამაზესი პეიზაჟები.

აგისტრი

არგოსარონის ზღვის გულში, პირეას პორტიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე არის მწვანე კუნძული, რომელიც გულგრილს არ ტოვებს მნახველს. ამის მიზეზია მშვენიერი პლაჟები კრისტალურად სუფთა წყლებით, ბევრი სიმწვანე და სიმშვიდე. სარონიკის ყველაზე პატარა კუნძული იდეალური დანიშნულებაა მათთვის, ვისაც ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევა და ბუნების სიმშვიდითა და უბრალოებით დატკბობა სურს.

სკალაში ნახავთ ორგანიზებულ ქვიშიან სანაპიროს განტვირთვისთვის, საკვებისა და სასმელების შესანიშნავ არჩევანს მეგალოხორში-აგისტრის უდიდეს დასახლებაში, გაივლით მოკირწყლულ ქუჩებს ტრადიციული სახლებით, ყვავილოვანი ეზოებით და იხილავთ კუნძულის ერთადერთ ქარის წისქვილს. ცნობილი ჰალიკიადა თავისი შთამბეჭდავი კლდეებით, კენჭოვანი დრაგონერა კუნძულის დასავლეთ მხარეს და ეგზოტიკური აპონისოსი, სადაც ფიჭვის ხეები ზღვას აკრავს, იდეალურია ბანაობისთვის.

კეა

კუნძული კეა ლავრიოდან გემით მხოლოდ ერთი საათის სავალზეა და ატიკაში ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული ციკლადური კუნძულია. იულიდა, კუნძულის დედაქალაქი, აგებულია ორ ბორცვზე, ეგეოსის შესანიშნავი ხედით. ცურვისთვის იდეალურია იალისკარის პლაჟები (პორტთან ახლოს, ოქროს ქვიშით), მშვენიერი ქსილა, უფრო ოჯახური ოძია, კოსმოპოლიტური კუნდუროსი, წყნარი სიკამია და პისესი თავისი გრძელი ქვიშიანი სანაპიროთი.

საკვებისა და სასმელისთვის, ღირს წასვლა ვურკარისკენ, ტრადიციულ მეთევზეთა სოფელში, რომელიც პოპულარული ადგილია მეზღვაურებისა და გურმანებისთვის. კეა იდეალური კუნძულია ლაშქრობისთვის, კუნძულის ბილიკებზე გასეირნება ცალკე სიამოვნებაა, რადგან მათი გადაკვეთისას გადიხართ ტყეებს მუხის ხეებით, სადაც შეხვდებით ტრადიციულ ქვის წყაროებს და თვალწარმტაც სამლოცველოებს, რომლებიც მთავრდება პატარა ყურეებსა და მშვენიერ პლაჟებში.

ლუტრაკი

1925 წლიდან აღიარებული სპა ქალაქი, ტურისტული კურორტი, რომელიც ცნობილია თავისი თერმული აბანოებით, მინერალური წყლებით და კაზინოებით, ლუტრაკი, რა თქმა უნდა, იდეალური არჩევანია ექსპრეს დასვენებისთვის, რადგან ის ათენიდან მხოლოდ 80 კილომეტრში მდებარეობს.

უზარმაზარი ქალაქის ორგანიზებული, კომფორტული პლაჟი შესანიშნავი არჩევანია, მაგრამ კიდევ ბევრი პლაჟია, იმისათვის, რომ ისიამოვნოთ ცურვით. განსაკუთრები მყვინთავებისთვის კარგი ალტერნატიული ვარიანტია პატარა პლაჟი, რომელიც მდებარეობს ჰერიონის არქეოლოგიური ადგილის წინ, პერახორას ნახევარკუნძულის ბოლოს. აქ, შუქურთან, ჰერიონის  კონცხ მელაგავისთან შემორჩენილია ქალღმერთ ჰერასადმი მიძღვნილი უძველესი ტაძრის ნანგრევები, რომლებიც თითქმის ზღვამდე აღწევს.

მშვენიერი და ეგზოტიკურია მილოკოპის ქვიშიანი პლაჟი წვრილი კენჭებით საოცარ ფიჭვნარში, რომელიც აერთიანებს მთასა და ზღვას და იყოფა ორ ნაწილად, ხოლო თავგადასავლების მოყვარულთათვის აქვეა სტერნას მყუდრო და თვალისგან მოფარებული პლაჟი, მომხიბლავი ყურე მშვიდი ცურვისთვის, ასევე იზოლირებული და ველური სილამაზის სკალოზია და ბეჭდების მღვიმე (წვდომა ნავით ან საცალფეხო ბილიკით).

ნავპლიო

რამდენჯერაც არ უნდა მოინახულოთ ნავპლიო, არასდროს არის საკმარისი. მისი სილამაზე იშვიათია. ულამაზესი ქალაქი არგოლისი მშვენიერი არჩევანია წლის ამ დროს თუნდაც ერთდღიანი მოგზაურობისთვის და ცურვისთვის. არვანიტის სანაპირო ფაქტიურად ნავპლიოს შიგნით, პალამიდის ძირში მდებარეობს და ეს არის მიზეზი, რის გამოც იგი ძალიან პოპულარულია.

ქალაქ ნავპლიოდან ოთხი კილომეტრის დაშორებით, პალამიდის კლდის უკან, ნახავთ კარათონას მშვენიერ სანაპიროს. ეს გრძელი პლაჟი შედგება წვრილი კენჭებისა და ქვიშისგან, ხოლო ულამაზესი პალმები და ევკალიპტები ავსებენ პეიზაჟს. ნავპლიოდან არც თუ ისე შორს მდებარეობს ტოლოს კოსმოპოლიტური პლაჟი. ასევე აგიოს ნიკოლაოს პლაჟი, რომელიც ითვლება არგოლისის ერთ-ერთ ულამაზეს პლაჟად.

კარისტოს

კარისტოსი, მომხიბლავი ზღვისპირა ქალაქი ევიას სამხრეთით, ათენიდან მცირე მანძილზე, იდეალური არჩევანია ხანმოკლე დასვენებისთვის, რომელიც გთავაზობთ მთის და ზღვის შეუდარებელ კომბინაციას. რაფინადან კარისტოსამდე მარმარისის გავლით ბორნით სულ ერთი საათის სავალია. ასევე, წვდომა შესაძლებელია აგია მარინას პორტიდან ნეა სტირამდე (45 წუთი).

ძეგლები, რომლებიც მოწმობენ რეგიონის მდიდარ ისტორიას, მშვენიერი ბუნება და მდიდარი სანაპირო ზოლი ქმნის იდეალურ გარემოს დაუვიწყარი დასვენებისთვის. ამ ტერიტორიის უამრავი და ულამაზესი პლაჟები (კავოსი, პოტამი, იანიცი, აგია პარასკევი და ა.შ.) ყველანაირ გემოვნებას აკმაყოფილებენ. აქვე შესაძლებელია შთამბეჭდავი კასტელო როსოს, ევიის ყველაზე მნიშვნელოვან ძველ ძეგლის მონახულება, კარისტოსიდან 4 კილომეტრის დაშორებით. ლაშქრობის მოყვარულთათვის კი ცნობილი დიმოსარის ხეობა ნამდვილი სამოთხეა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *