Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ვოლოსი: 54 წლის მამაკაცი ატერორებდა და ემუქრებოდა ყოფილ პარტნიორს

დააკავეს 54 წლის მამაკაცი ვოლოსიდან, რომელიც გამუდმებით უთვალთვალებდა მის ყოფილ პარტნიორს, არ აღიარებდა, რომ ისინი დაშორდნენ, თვალყურს ადევნებდა მის ყოველ ქმედებას, თვითნებურად შედიოდა მის ბინაში სურათების გადასაღებად და ემუქრებოდა,  რის გამოც 42 წლის ქალი იძულებული გახდა გასულ ორშაბათს,  ყოფილი პარტნიორის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ქურდობისა და მუქარის შესახებ პოლიციაში განეცხადებინა.

“ყველგან დამყვებოდა და მაკონტროლებდა- ქუჩაში, სოციალურ ქსელებში, სახლში, სამსახურში, მოტოციკლეტს ჩემი მანქანის წინ აჩერებდა და გზას მიკეტავდა, თუ არ  დაველაპარაკებოდი, არ მიშვებდა და ვულგარული ფორმით მლანძღავდა”-განაცხადა ქალმა სასამართლოში.

14 ივლისს მამაკაცი შევიდა მის სახლში, როცა ქალი გასული იყო და სახლის გადაღების შემდეგ  მანქანის გასაღები და  ტანსაცმელი წაიღო.

ყოფილმა პარტნიორმა, რომელიც 41 წლის ქალს ატერორებდა,  ყველაფერი უარყო. იგი ამტკიცებდა, რომ ისინი მხოლოდ ათი დღეა დაშორებულები არიან და  როცა სასამართლოს წინაშე წარსდა, მაშინ ნამდვილად მიხვდა და აღიარა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა და ეს არ იყო დროებითი დაშორება.

მამაკაცს 12 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა პირობითი სასჯელის სახით და  რადგან ის გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის მის ყოფილ პარტნიორს, ეკრძალება მიუახლოვდეს ქალს 100 მეტრის რადიუსით და არ აქვს მასთან კონტაქტის უფლება არანაირი ფორმით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *