Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

მეხანძრეების ფოტოები გემბანიდან სამარცხვინოა-განაცხადა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა

ტყის ხანძრებთან მრავალდღიანი, თავდაუზოგავი  ბრძოლის შემდეგ, როდოსიდან ათენში დაბრუნებისას გემის გემბანზე მძინარე ათობით  მეხანძრე-მაშველის ფოტოებმა მწვავე რეაქცია გამოიწვია სოციალურ მედიაში.

მეხანძრეთა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ნიკოლაოს ლავრანოსმა ისაუბრა OPEN-ის დილის სატელევიზიო შოუში და განმარტა, რომ ინტერნეტში გავრცელებული კადრები არის “აბსოლუტურად ჭეშმარიტი და უდავო” და აღნიშნულ ფაქტს სამარცხვინო უწოდა.

„ეს არის სამარცხვინო კადრები როგორც სახანძრო სამსახურისთვის, ასევე თავად სახელმწიფოსთვის. გემბანზე მწოლიარე გადაღლილი მეხანძრეები,  ზოგიერთ მათგანს  სავარძელში მჯდომარე მდგომარეობაში სძინავს, ბალიშის მაგიერ თავქვეშ დადებულ ხელებზე ცდილობენ დაისვენონ და სული მოითქვან ხანძართან 10-დღიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ, სურათი მტკივნეულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს არის სამწუხარო  რეალობა“, – აღნიშნა მან.

მეორეს მხრივ, მისი თქმით, ყველა ღონე იხმარეს მათთვის სალონების უზრუნველსაყოფად, მაგრამ, ტურისტული სეზონის შუა პერიოდში ძალიან გაუჭირდათ ოთახების პოვნა, რათა უკან დაბრუნებულ მეხანძრეებს შედარებით კომფორტულ პირობებში დაესვენათ”. მან ასევე აღნიშნა,რომ რამდენიმე მეხანძრე-მაშველის დასაბრუნებლად დაქირავებული იყო ორი თვითმფრინავი,  რომლითაც მოქმედი მეხანძრეების ნაწილი ისევ როდოსში დაბრუნდა.

როგორც მან განმარტა, “გემზე მყოფი მეხანძრეები ძირითადად მანქანების მძღოლები არიან, რომლებიც მანქანებთან უნდა ყოფილიყვნენ. და ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ადამიანებს, გარდა ამ  მრავალსაათიანი, უხერხული მგზავრობისა, როდესაც დატოვებენ პირეას პორტს,  მოუწევთ კიდევ ასობით კილომეტრის გავლა, რომ დაბრუნდნენ  სახლებში, რადგან როდოსში მოქმედი მეხანძრეებიდან, როგორც დამატებითი ძალა, ბევრი მათგანი ცენტრალური და დასავლეთ მაკედონიიდან იყო ჩამოსული,”

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *