Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

კუნძულ ხიოზე თურქეთიდან ჩასული JET SKI-ს მგზავრები სანაპირო დაცვამ დააკავა

უპრეცედენტო ინციდენტი მოხდა პარასკევს შუადღისას (4/8) კუნძულ ხიოზე.

პორტის ადმინისტრაციას აცნობეს, რომ თურქეთის სანაპიროდან გასული საზღვაო მოპედი (JET SKI) ოპერატორით და ორი მგზავრით, დიდი სიჩქარით მოძრაობდა საბერძნეთის სანაპიროზე, აგია ერმიონის ზღვის არეალში.

ადგილზე სასწრაფოდ მივიდა საპატრულო კატარღა, რის შემდეგაც ზემოაღნიშნულმა JET SKI-მ ჩაატარა უწყვეტი სახიფათო მანევრები, რამაც საფრთხე შეუქმნა მის მგზავრებს და საპატრულო კატარღაზე მყოფთ. ისინი არ ემორჩილებოდნენ საპატრულო კატარღის ეკიპაჟის ხმოვან მითითებებს.

შემდეგ, დაკავებისთვის რომ თავი აერიდებინა, JET SKI-ის ოპერატორმა ორივე მგზავრი ზღვაში გადააგდო და თურქეთის სანაპიროსკენ გაიქცა.

ორი უცხოელი მგზავრი, ორივე 24 წლის, საპატრულო გემის თანამშრომლებმა დააკავეს და ხიოს პორტში უსაფრთხოდ გადაიყვანეს.

მომხდარზე წინასწარ გამოძიებას შესაბამისი საპორტო სამსახური აწარმოებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *