Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთი

ტრაგედია ნეა ფილადელფიაში: ხორვატ გულშემატკივრებთან მომხდარ დაპირისპირებას AEK-ის ფანი ემსხვერპლა

უპრეცედენტო სისასტიკე, რომელიც ორშაბათს, გვიან ღამით, ნეა ფილადელფიაში, AEK “OPAP Arena” სტადიონის გარეთ მოხდა, ტრაგედიაში გადაიზარდა.

საფეხბურთო მატჩის წინ, ბერძენ და ხორვატ გულშემატკივართა შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, საღამოს საათებში ნეა ფილადელფიაში “OPAP ARENA” სტადიონთან გულშემატკივრებს შორის ჩხუბის შემდეგ, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობით, 22 წლის ბერძენი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ინციდენტის შედეგად სულ ცხრა ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან სამი ბერძენი და ხუთი ხორვატი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემზარავი მოვლენები  ზაგრების დინამოს ხორვატი გულშემატკივრების პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა, რომლებიც უეფა-ს მიერ მიღებული, გულშემატკივართა გადაადგილების აკრძალვის მიუხედავად, ზაგრებიდან ათენში ჩავიდნენ.

უზარმაზარ კითხვებს აჩენს ის ფაქტი, რომ ხორვატი ხულიგნების ფალანგამ გაიარა ეროვნული გზატკეცილი და მიაღწია ატიკას ისე, რომ  პოლიციის ძალებს მანქანები არსად შეუჩერებიათ, მიუხედავად იმისა რომ იცოდნენ გულშემატკივრების ორგანიზებული გადაადგილების აკრძალვის შესახებ.

სოციალურ ქსელებში  ამტკიცებენ, რომ ზაგრების დინამოს ხულიგნებთან ერთად, ნეა ფილადელფიაში, AEK სტადიონის გარეთ, ასევე იყვნენ პანათინაიკოსის გულშემატკივრები და ისინი ერთად თავს დაესხნენ AEK-ის გულშემატკივრებს, რომლებიც OPAP Arena-ზე იმყოფებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე მისულმა ძალოვანებმა ქიმიური საშუალებების გამოყენებით აღკვეთეს ინციდენტი, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე 91 პირი დააკავეს, რომლებიც უშიშროების განყოფილებაში დაიკითხეს.

დაკავებულებს პროკურატურაში დღეს დილიდან გადაიყვანენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *