Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთი

ეპირუსი ბერძენი ბავშვებისგან “დაიცალა”-29 სკოლამ მოსწავლეების სიმცირის გამო ფუნქციონირება შეაჩერა

ეპირუსი უკაცრიელდება და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მის პროვინციებში მოსახლეობის შემცირებით, მაგრამ ამაზე უფრო სამწუხარო ის არის, რომ ახალი თაობაც ტოვებს სოფლებს. უსიამოვნო ფაქტი, რომელიც რეალობაა და წლიდან წლამდე იზრდება.

ამ დასკვნას ადასტურებს ფუნქციონირების შეჩერების გადაწყვეტილება, რომლის დროსაც მომავალ 2023-2024 სასწავლო წელს, იანინის, არტას, თესპროტიისა და პრევეზას რეგიონალურ ერთეულებში მოსწავლეთა ნაკლებობის გამო 29 სკოლა დაიხურება.

ეს არის სულ 29 საგანმანათლებლო დაწესებულება – 19 საბავშვო ბაღი და 10 დაწყებითი სკოლა  ეპირუსის 25 სოფელში.

გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული და ინფორმაცია ამის შესახებ ორშაბათს, 7 აგვისტოს, სამთავრობო პრესაში გამოქვეყნდა. ამ დროისთვის სკოლების ფუნქციონირება შეჩერდება, თუმცა შესაძლოა მათი საბოლოო დახურვა მოგვიანებით მოხდეს.

აღნიშნულია, რომ ვითარება კიდევ უფრო დრამატულია პოგონის მუნიციპალიტეტში, რადგან აქ ფუნქციონირებს მხოლოდ რამდენიმე სკოლა, რომელსაც შეუძლია მოსწავლეთა განთავსება და მათი განათლების უზრუნველყოფა.

პოგონის რაიონში, კალპაკიდან ალბანეთის საზღვრამდე, სკოლების უმეტესობამ ფუნქციონირება 21-ე საუკუნის დასაწყისიდან შეწყვიტა. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში  ზრდასრული მოსახლეობის რაოდენობის კლება აქ შესამჩნევად სწრაფია,  სოფლების უმეტესობა თითქმის უკაცრიელია, 55 სოფელში 30-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, სამი კი საერთოდ დაუსახლებელია!

მოსწავლეთა სიმცირის „პრობლემა“ მართალია აკრიტის სოფლებში დაიწყო, მაგრამ ეპირუსის ფართო რეგიონშიც ვრცელდებოდა, როგორც არტასა და იოანინაში, ასევე თესპროტიაში. აღსანიშნავია, რომ პოგონის გიმნაზია და ლიცეუმი, ორი დიდი ისტორიის მქონე სკოლა აღარ არსებობს!

რა არის ის მიზეზები, რომლებიც უფრო და უფრო ხშირად აჩენს ამ პრობლემას ზედაპირზე? უპირველეს ყოვლისა, ხალხი სულ უფრო მეტად ირჩევს გადაადგილებას ურბანულ ცენტრებში, სადაც ცხოვრება უფრო ადვილია და მეტი შესაძლებლობები აქვთ, ამიტომ ბევრი გარბის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა იანინა და მეცოვო, ასევე ათენში. მეორეც, რაიონში სკოლების მდგომარეობა არც თუ ისე  სახარბიელოა, ამიტომ ბევრი მშობელი არჩევს შვილების  გაგზავნას დიდ ქალაქებში, იქ სადაც სწავლის პირობები უფრო შესაფერისია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *