Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კრიტი:სუროგაციის ცენტრი პოლიციის საგამოძიებო მიკროსკოპის ქვეშ

კრიტზე, ხანიაში, პოლიციამ  ჩვილ ბავშვთა ვაჭრობის საქმეში ჩაბმული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, მათ შორის ორი ექიმი. საქმეში სავარაუდოდ კიდევ ორი მამაკაცი მონაწილეობს, ხოლო მიმდინარეობს გამოძიება შესაძლო თანამზრახველების გამოსავლენად.

საქმე ეხება ჩვილების უკანონო გზით გაშვილებასა და სუროგაციას. გამოძიებას ათენის  ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების დირექტორატი აწარმოებს.

გავრცელებული ცნობით, ჩვილებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულებს მედიცინის სფეროში ხანგრძლივი კარიერა აქვთ.

ჩხრეკა ჩატარდა როგორც ექიმების კაბინეტში, ასევე სახლებში. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ისინი დაინტერესებულ პირებს 70 000 ევრომდე ოდენობის თანხებს სთხოვდნენ. პოლიციის ორგანოები იკვლევენ, ეს ფასები კანონიერია თუ უკანონო.

ბრალდებულთა შორის დასახელებულია გინეკოლოგი, რომელიც, როგორც ამბობენ, ცენტრის ხელმძღვანელია, ემბრიოლოგი, რიგითი თანამშრომლები და უცხოური წარმოშობის სუროგატი ქალები, რომელთა დასაკითხად რუსეთიდან თარჯიმნების დახმარება მოითხოვეს.

აღნიშნული სუროგაციის ცენტრის შესახებ წარსულში ინფორმაციას ავრცელებდა იტალიური პრესაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ ცენტრი არ იცავდა და უხეშად არღვევდა ჩვილთა გაშვილებასთან დაკავშირებულ იურიდიულ პროცედურებს.

პოლიციის ცნობით, სუროგაციით დაინტერესებული ქალებისთვის   აფორმებდნენ თანაცხოვრების ხელშეკრულებას, მუდმივ მაცხოვრებლებად დაფიქსირების მიზნით, რათა პროცედურები გაგრძელებულიყო, რის შემდეგაც  „ქორწინება“ უქმდებოდა და ისინი თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებოდნენ.

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *