საბერძნეთი- პროგრამა “ჩემი სახლი”
3აპრილიდან საბრძნეთში პროგრამა “ჩემი სახლი” ამოქმედდება.
ეს არის გრძელვადიანი საბანკო სესხის პროგრამა შეღავათიანი პირობებით უძრავი ქონების შესაძენად.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ახალგაზრდები, რომელთა მინიმალური წლიური შემოსავალია 10 000 ევრო.
ასევე ბენეფიციარებს არ უნდა ჰქონდეთ სხვა უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი.
100 000 ევროს ოდენობის კომერციულ სესხზე 30 წლით, ყოველთვიური განვადება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იქნება 342 ევრომდე, ხოლო სამ და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განვადების ყოველთვიური შენატანი ეცემა 277 ევრომდე.
აღნიშნულია, რომ სესხის მაქსიმალური ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 150000ევროს, ხოლო ხანგრძლივობა 30 წელს.
სესხის მისაღებად მოქალაქე ირჩევს ბანკს და წარადგენს განაცხადს.
60 დღის ვადაში ბანკები ამოწმებენ მოთხოვნილი კრიტერიუმების შესაბამისობას.
საჭირო შემოწმებების შემდეგ იწყება შესაბამისი იურიდიული და ტექნიკური პროცედურები. პროცესის დასრულების შემდეგ გაფორმდება სასესხო ხელშეკრულება და სესხი ექვს თვეში გაიცემა.
