Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ლარისა: სროლა ბოშებს შორის სასიკვდილო ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ

ლარისაში, ნეა სმირნის რაიონში, ბოშების ორ ოჯახს შორის კონფლიქტი უკვე ორი წელია გრძელდება, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ოჯახის წევრი, 18 წლის გოგონა 2021 წლის 10 ნოემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა, რამაც  ოჯახებს შორის მუდმივი დაპირისპირება გამოიწვია.

უბედური შემთხვევა, რომლემაც გოგონას სიცოცხლე შეეწირა, მოხდა მაშინ, როდესაც ავტომობილი, რომელშიც ხუთკაციანი ჯგუფი იმყოფებოდა, გზის პირას  დიდი სიჩქარით მოძრავ მეორე ავტომანქანას შეეჯახა. გარდაცვლილი გოგონას გარდა მძიმედ დაშავდა 20 წლის ქალი, რომელიც მასთან  ერთად იჯდა უკანა სავარძელზე, ხოლო 28 წლის მძღოლი და 18 და 21 წლის დანარჩენი ორი მგზავრი არ დაშავებულან. მომხდარიდან დღემდე ავარიაში მონაწილე პირთა ოჯახებს შორის დავა გრძელდება, რის გამოც ხუთშაბათს, გამთენიისას, გარდაცვლილის 40 წლის მამამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა 62 წლის მამაკაცს სახლის გარეთ, რომელმაც საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

საბედნიეროდ, დაპირისპირება უმსხვერპლოდ დასრულდა და  არავინ დაშავებულა, ცოტა მოგვიანებით კი პოლიციის თანამშრომლებმა 40 წლის და 62 წლის ორივე მამაკაცი  დააკავეს. ორივე მათგანი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით ლარისას სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *