Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

სროლა ვულიაგმენის გამზირზე ღამის კლუბში: დაკავებულია ორი პირი

დღეს,  12 აგვისტოს, დილის  05:30 საათზე  ვულიაგმენისის გამზირზე მდებარე პოპულარულ ღამის კლუბში სროლა მოხდა. ამასთან, როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ხუთი ტყვია იპოვა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, კლუბიდან გასულმა მამაკაცმა მოულოდნელად პისტოლეტიდან სროლა დაიწყო, რის შემდეგაც ჯიპით მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ კლუბის შესასვლელში კედელზე ნასროლი ტყვიები აღმოაჩინა. მათ თვითმხილველთა ჩვენებებზე დაყრდნობით, მაშინვე დაიწყეს დამნაშავის მანქანის ძებნა.

ცოტა მოგვიანებით, მანქანა იპოვეს კალითეაში, გაჩერებული თესევსის და ევრიპიდეს ქუჩების კვეთაზე. მანქანაში მამაკაცი და ქალი იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილზე დააკავეს. მანქანის  ჩხრეკისას ორი პისტოლეტი აღმოაჩინეს.

მომხდარზე წინასწარ გამოძიებას ათენის უსაფრთხოების ქვედირექცია აწარმოებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *