Latest news
რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა კრეტა: 21 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი სახრახნისით დააყაჩაღა საბერძნეთში კომპენსირებადი მედიკამენტების სიას 235 ახალი პრეპარატი დაემატება
პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
საბერძნეთი

კუნძულ გავდოსზე ნუდისტების „ომი“ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან

ნუდისტები პირდაპირ  „ტანსაცმელიდან გამოძვრნენ” კუნძულ გავდოსზე, სარაკინიკოს პლაჟზე აღმართული მუნიციპალური აბრის ნახვის შემდეგ, რომელიც წელს აღნიშნულ პლაჟზე ნუდიზმს კრძალავს, რადგან კუნძულის ხელმძღვანელობამ აღნიშნული სანაპირო ყველასათვის ხელმისაწვდომ და ადვილად მისადგომ პლაჟად გადააკეთა.

აღშფოთებულმა ნუდისტებმა აბრა ჩამოაგდეს და სოციალურ მედიაში განთავსებული კრიტიკული პოსტებით პროტესტი გამოხატეს გავდოსის მუნიციპალიტეტის მიმართ.

ცნობილია, რომ კუნძული სამოთხეა თავისუფალი კემპინგისა და ნუდისტებისთვის, თუმცა წელს პირველად სარაკინიკოს სანაპიროზე განათავსდა აბრა, სადაც ნათქვამია: „ნუდიზმი აკრძალულია“, რასაც უკვე მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

“კუნძულზე მოვდივართ, რათა თავი თავისუფლად ვიგრძნოთ ბუნებაში, გვინდა ყველაფრისგან  განვთავისუფლდეთ და უცებ ვიგებთ ამ აკრძალვის შესახებ “, – წერენ ისინი სოციალურ მედიაში.

შედეგად, ნუდისტებმა აბრა ჩამოაგდეს, თუმცა  გავდოსის მერმა, რომელიც უკვე ცნობილი გახდა თავისუფალ ბანაკებთან კონფლიქტით, კვლავ აღადგინა იგი და გამოაცხადა, რომ ამკრძალავი დაფა ადგილზე დარჩება მანამდე, სანამ ნუდისტები გონს არ მოეგებიან და სანაპიროზე საცურაო კოსტიუმებს არ ჩაიცვამენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *