Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
სამშაბათი, აპრილი 28, 2026
საბერძნეთი

უძველესი თეატრები საბერძნეთში, რომლებიც უნდა ნახოთ

დღემდე  აღმოჩენილი 100-ზე მეტი ძველი ბერძნული თეატრი საბერძნეთში,კვიპროსში იტალიასა და თურქეთში, ძველი საბერძნეთის კულტურული მემკვიდრეობის  შთამბეჭდავი ნარჩენებია,დამახასიათებელი არქიტექტურითა და ესთეტიკით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დავიწყებული ან თუნდაც დამარხული იყო ტონობით მიწის ქვეშ.

დელფის თეატრი

დელფის თეატრი საბერძნეთის ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეული უძველესი ძეგლია. მისი ტევადობა 4000 ადამიანს აღემატებოდა და იყო უფრო დიდი საკურთხევლის ნაწილი, რომელიც ღმერთ აპოლონის პატივსაცემად ააგეს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მეოთხე საუკუნეში.

დიონისოს თეატრი, ათენი

როგორი შეგრძნება იქნებოდა სოფოკლესა და ევრიპიდეს ხელოვნების ნახვა ერთ სივრცეში თითქმის ორი ათასი წლის შემდეგ? ეს რეალურად შეიძლება მოხდეს დიონისოს უძველეს თეატრში, აკროპოლის სამხრეთ ფერდობზე. დიონისოს თეატრი ქალაქის უძველესი თეატრია. ადგილი,  სადაც ძველმა ათენელებმა პირველად ნახეს და მოისმინეს ანტიგონე, ელექტრა, მედეა იფიგენია და სხვა მრავალი ცნობილი პიესა. დიონისოს თეატრი დღესაც ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის და მასპინძლობს თეატრალურ წარმოდგენებს.

ფილიპის თეატრი

ფილიპი უძველესი დროიდან მაკედონიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო. ფილიპის თეატრიც არ იყო გამონაკლისი და დღემდე ერთ- ერთი ყველაზე ცნობილი უძველესი თეატრია საბერძნეთში, რომელშიც მთელი 24 საუკუნის შემდეგ 1957 წელს პირველად გაიმართა თეატრალური წარმოდგენა. ამასთანავე, ფილიპის თეატრი საბერძნეთის ერთ- ერთი ყველაზე მდიდრული ძეგლია, რადგან მთლიანად თეთრი მარმარილოთი იყო აგებული. მრავალწლიანი რესტავრაციის შემდეგ თეატრი ღიაა საზოგადოებისათვის და მასპინძლობს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.

დოდონის თეატრი, იანინა

ასევე, უძველესი და უდიდესი თეატრი. დოდონის თეატრი მთლიანად განადგურდა  ორჯერ, მის ისტორიაში. ერთხელ მეფე დორიმაკუსმა და რომის იმპერატორმა ოქტავიანე ავგუსტუსმა,   ხოლო მეორედ სტიქიამ გაანადგურა, რის  შედეგადაც ადგილი მიწის ქვეშ დაიმარხა. დღეისათვის უძველესი თეატრი კვლავ მიწის ზედაპირზეა აღმართული, გადის რესტავრაციის თანმიმდევრულ ეტაპებს და ნელ- ნელა იბრუნებს უძველეს დიდებას.

ეპიდავროსის თეატრი

და რათქმაუნდა ეპიდავროსის თეატრი. საბერძნეთის ქალაქ კორინთოდან სამხრეთით, დაბა ეპიდავროსის ტერიტორიაზე, გათხრების შედეგად აღმოჩენილი, საუკეთესოდ შემონახული და ყველაზე სახელგანთქმული თეატრი. ეპიდავროსის აღმოჩენას როგორც არქეოლოგიური, ისე არქიტექტურული თვალსაზრისით  უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სხვა უძველეს ძეგლებთან შედარებით, რომლებიც მთლიანად დანგრეული ან მხოლოდ ნაწილობრივ შემორჩენილია, ეპიდავროსის თეატრმა საუკუნეებს გაუძლო, რადგან საგულდაგულოდ იყო დაფარული 6 მეტრზე მეტი სისქის მიწის ფენით. ეპიდავროსის თეატრი ცნობილია თავისი გასაოცარი აკუსტიკით. სულ ბოლო რიგშიც კი შეიძლება სულ  მცირედი ხმაურის  გაგონება. ამ უდიდესი დარბაზის ნებისმიერ კუთხეში ხმა შესანიშნავად ვრცელდება. თეატრში იმართებოდა ძველი ბერძნული დრამები- ტრაგედიები, კომედიები და სატირა.

1954 წლიდან ყოველწლიურად ეპიდავროსის დრამის ფესტივალი იმართება. ყოველ ზაფხულს ეს თეატრი მასპინძლობს მრავალ ბერძნულ თუ უცხოურ თეატრალურ დასს, რომლებიც ეპიდავროსის სცენაზე ძველ პიესებს აცოცხლებენ. ათასობით ტურისტი ჩამოდის აქ, რათა დაესწროს 2 500 წლის წინათ დაწერილი პიესების თანამედროვე წარმოდგენებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *