Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
მსოფლიო

American Airlines: პანიკა თვითმფრინავის ბორტზე ტექნიკური პრობლემის გამო

ფლორიდაში მიმავალი American Airlines-ის რეისის მგზავრებმა პანიკური შიში განიცადეს მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი სულ რაღაც სამ წუთში 15000 ფუტის სიმაღლეზე “ჩავარდა”, სალონში კი განგაშის ხმა ისმოდა და წვის სუნი იდგა.

American Airlines-ის რეისი 5916 ხუთშაბათს აფრინდა შარლოტადან, ჩრდილოეთ კაროლინადან და გაემართა გეინსვილის აეროპორტისკენ, როდესაც მოულოდნელად შეიქმნა პრობლემა სალონის წნევის სისტემასთან დაკავშირებით.

აფრენიდან დაახლოებით 43 წუთის შემდეგ, როდესაც ეკიპაჟმა შეიტყო პრობლემის შესახებ, პილოტმა დაიწყო თვითმფრინავის სწრაფად დაშვება დაბალ სიმაღლეზე, რათა უზრუნველყოფილიყო მგზავრების უსაფრთხოება.

ამასობაში სალონში, სადაც უკვე ჟანგბადის ნიღბები იყო გახსნილი, მგზავრების შფოთვამ პიკს მიაღწია.

ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰარისონ ჰოვმა , რომელიც American Airlines-ის თვითმფრინავში იმყოფებოდა, ინციდენტს საშინელი უწოდა.

„ხშირად ვმოგზაურობ თვითმფრინავით. ძალიან საშინელი იყო. ვულოცავ American Air-ის რეისის 5916-ის გასაოცარ ეკიპაჟს და პილოტებს. ფოტოებს არ შეუძლიათ იმის გადმოცემა რაც განვიცადეთ”- წერს პროფესორი.

საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და თვითმფრინავი შემდგომი პრობლემების გარეშე დაეშვა გეინსვილის აეროპორტში.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *