Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კეფალონია: ბრიტანელი დამსვენებელი სასტუმროში არსებული ანტისანიტარიული მდგომარეობით გამოწვეული მოწამვლის შესახებ აცხადებს

დამსვენებელთა ოჯახი ბრიტანეთიდან აცხადებს, რომ კუნძულ კეფალონიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ანტისანიტარიული პირობების გამო მძიმედ დაავადდნენ. როგორც ისინი აღნიშნავენ შეზლონგები თაგვების ექსკრემენტებით იყო დაბინძურებული, ხოლო აუზში ტურისტები აღებინებდნენ.

ქალბატონი დანიელა ფოლკნერი ამბობს, რომ სასტუმროში ყოფნის მეორე დღიდან მას და მის ქალიშვილს დიარეა და ღებინება აწუხებდათ, რის გამოც მათი არდადეგები ჯოჯოხეთად იქცა.

როგორც ის აღნიშნავს, მძიმე ავადმყოფობის გამო იმუნოდეფიციტი აქვს, რის შედეგადაც სასტუმროს ექიმისგან პირველადი დახმარების აღმოჩენამდეც კი გონება დაკარგა.

ქალბატონი ფოლკნერის პრეტენზიებს, როგორც ჩანს, ეხმიანება 35 სხვა დამსვენებელი, რომლებიც ასევე უჩივიან მიუღებელ ჰიგიენურ პირობებს სასტუმროში, რის საპასუხოდაც კერძო სასტუმროს მენეჯმენტი  ამტკიცებს, რომ ოჯახი უკვე დაინფიცირებული იყო ვირუსით, როდესაც სასტუმროში დაბინავდნენ და ნომერში იზოლირებაზე უარი თქვეს.

სასტუმროს წარმომადგენლები უარყოფენ საჩივარს: „ადამიანს ყოველთვის უნდა საკუთარი ბრალეულობა სხვაზე გადაიტანოს. აღმოჩნდა, რომ დამსვენებლები ამ ვირუსით სასტუმროში ყოფნისას არ დაავადებულან და ის გარედან იქნა შემოიტანილი.

ვირუსი ჩვენამდე ტურისტებმა მოიტანეს და ხალხმრავალ სასტუმროში როგორც წესი ის სწრაფად გავრცელდა.

ჩვენ ვთხოვეთ სტუმრებს, რომლებიც ავად იყვნენ, დარჩენილიყვნენ თავიანთ ნომრებში, მაგრამ მათმა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და აუზზე ჩავიდნენ”- აცხადებს საპასუხოდ სასტუმროს წარმომადგენელი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *