Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

გერმანია: რეგიონს ძლიერმა შტორმმა დაარტყა, უამინდობის გამო დაიტბორა ფრანკფურტის აეროპორტი

ძლიერმა ჭექა-ქუხილმა დასავლეთ და ცენტრალურ გერმანიაში, გუშინ საღამოს, ფრანკფურტის აეროპორტიდან საჰაერო მიმოსვლის დიდი შეფერხება გამოიწვია. ასევე დაიტბორა მრავალი ქუჩა, ავტოსადგომი და მიწისქვეშა ზონა მთელს რეგიონში.

“ფრანკფურტის რაინ – მაინის რეგიონში ძლიერმა შტორმმა გამოიწვია ფრენების შეფერხება და გაუქმება. ოცდასამი თვითმფრინავი იძულებული გახდა დაშვებულიყო სხვა აეროპორტებში“, – განუცხადა მედიას ფრანკფურტის აეროპორტის წარმომადგენელმა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია.

„სულ გაუქმდა 90 ფრენა, 34-მა თვითმფრინავმა ვერ მოახერხა აფრენა შუაღამემდე (ანუ იმ დრომდე, რომლის შემდეგაც ღამის ფრენები აკრძალულია).

მგზავრებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს გაფრენა, ღამე გაათიეს აეროპორტში, სასტუმროში და შექმნილი ექსტრემალური მდგომარეობის გამო სპეციალურად გამოყოფილ რამდენიმე ასეულ რანჩოში”- განაცხადა სპიკერმა.

იგივე მდგომარეობა დაფიქსირდა ცენტრალურ და დასავლეთ გერმანიაშიც. ყველგან დატბორილი გზები და წყალში ჩარჩენილი მანქანები,  ფეხშიშველი მძღოლებით.

დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ გელზენკირხენში, ზოგიერთ ქუჩაზე წყლის დონე ერთ მეტრს აღწევდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა დაშავებულების დასახმარებლად სამუშაოები დღეს დილით განაგრძეს.

ამ ქალაქში, სადაც 250 000-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს, ყველაზე დაზარალებულ რაიონებში მოწყვეტილი ხეები დაეცა მანქანებს და ზოგიერთ ადგილას გზებზე გავლა მხოლოდ გასაბერი ნავებით იყო შესაძლებელი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *