Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ირაკლიო: 12 წლის ბავშვმა PAGNI-ში დედინაცვალის მხრიდან ძალადობის შესახებ განაცხადა

ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით განიხილავს 12 წლის ბავშვის საქმეს, რომელიც ორი დღის წინ, კრიტზე, ირაკლიოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მასზე ფიზიკური ძალადობის შედეგად გადაიყვანეს, როგორც ცნობილი გახდა, მცირეწლოვან ბავშვს მისი დედინაცვალი სასტიკად გაუსწორდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი, რომელიც მამასთან და დედინაცვალთან ერთად ირაკლიოს სამხრეთით მდებარე დასახლებაში ცხოვრობდა, საავადმყოფოში ყურზე დიდი ჰემატომით შეიყვანეს. მიუხედავად  იმისა, რომ ის 12 წლისაა, მხოლოდ 25 კგ-ს იწონის!

მამის მეუღლის მხრიდან ძალადობის შესახებ ის ესაუბრა PAGNI-ს ყელ-ყურ-ყურ-ცხვირის კლინიკის ექიმებს, რომლებმაც ბავშვი გამოიკვლიეს.

სასწრაფოდ ამოქმედდა შესაბამისი პროცედურები, გამოიძახეს ბავშვთა ფსიქიატრი და ინფორმირებული იყო პოლიცია, ასევე ითხოვდნენ „ბავშვის ღიმილის“ დახმარებას.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ალბანელი ეროვნების მამას და დედინაცვალს ბავშვი ჩამოართვეს და მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

ირაკლიოს პროკურორმა სოციალური გამოძიების ბრძანება გასცა, რათა დადგინდეს კონკრეტულად რა ხდება ოჯახში.

სასამართლო პროცესს მსვლელობა შესაბამისი გამოძიების მიერ დასკვნების გაკეთების შემდეგ მიეცემა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *