Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

“Sporades Star” რიფს შეეჯახა-გემი უსაფრთხოდ დაბრუნდა სიროსში

დღეს დილით, აზოლიმნოს  მახლობლად,  გემი “Sporades Star” წყალქვეშა რიფს შეეჯახა.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, თავდაპირველად ხმაური გაისმა და ეკიპაჟმა პორტში დაბრუნება გადაწყვიტა. პირველი შთაბეჭდილება ისეთი იყო, რომ ეს იყო მექანიკური გაუმართაობა. თუმცა შემდეგ, ადგილზე გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ეს იყო შეჯახება

პირველადი ინფორმაციით, გემში, რომელიც სიროსის პორტში ბრუნდებოდა, წყალი შეედინება, პრობლემის იდენტიფიცირებისთვის ადგილზე მყვინთავებიც იმყოფებიან.

“Sporades Star” 90 მგზავრით, გადიოდა სიროს, სერიფოს, სიფნოს, კიმოლოსა და მილოსის დაბრუნების მარშრუტებს. მგზავრები, ძირითადად ტურისტები, მილოსში სანტორინის გავლით, “World Champion Jet”-ის ჩქაროსნული ნავით გადაყავთ.

ეს ამ კონკრეტული სამგზავრო გემის მეორე შეჯახებაა, რადგან რამდენიმე დღის წინ გემი, ერმუპოლის პორტში შესვლისას, ნეორიოს გემთმშენებლობის ტანკერს შეეჯახა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *