Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

მესინია: საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი ხუთი თანამშრომელი, კაუსტიკურ ნივთიერებასთან კონტაქტის შემდეგ

ოთხშაბათს, 23 აგვისტოს, სამხრეთ პელოპონესის ფარმაცევტთა ასოციაციის ხუთი თანამშრომელი კაუსტიკურ ნივთიერებასთან შეხების და მისი ჩასუნთქვის შემდეგ კალამატას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კერძოდ, მესინიის ფარმაცევტთა ასოციაციის მუშაკთა კავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იყო სამუშაო უბედური შემთხვევა, როდესაც საწყობში, გაურკვეველ ვითარებაში გაიხსნა კაუსტიკური ნივთიერების შემცველი კონტეინერი და ტრანსპორტირებისას მომწამვლელი სითხე დაიღვარა.

შედეგად თანამშრომლები გრძნობდნენ დისკომფორტს და იძულებულნი გახდნენ გადაეყვანათ საავადმყოფოში პირველადი დახმარებისთვის, სადაც ისინი დაკვირვების მიზნით დატოვეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია თანამშრომლების მომზადება სახიფათო, კაუსტიკური და აალებადი მასალების მართვის კუთხით, მათი უზრუნველყოფა დამცავი აღჭურვილობით და მსგავსი ნივთიერებების შესანახი ადგილების კონფიგურაციაში მკაცრი დისციპლინის დაცვა.

მსგავს სენსიტიურ სამუშაო ადგილებზე სახიფათო ნივთიერებების მართვის არასაკმარისი ტრენინგი, დამცავი ზომების შემცირება სამუშაოს ინტენსიფიკაციასთან ერთად, მათემატიკური სიზუსტით იწვევს პროფესიული უბედური შემთხვევების ზრდას.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *