Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

პატრა: ბოშა არასრულწლოვანები ქუჩაში მიმავალ მამაკაცს დანით თავს დაესხნენ

ორშაბათს, 33 წლის მამაკაცს პატრაში დანით თავს დაესხა ორი 13 წლის ბოშა მაშინ, როდესაც ტექნიკური პრობლემის გამო დაზიანებული ავტომანქანა ქუჩაში დატოვა, გამოიძახა საგზაო დახმარება და ფეხით გადაადგილდებოდა სახლის მიმართულებით.

ორმა არასრულწლოვანმა ბავშვმა ის კურტესის გზაჯვარედინზე მიმავალი შენიშნა, აედევნენ და ცდილობდნენ მის გამოწვევას, მამაკაცის შესაბამისი რეაგირების შემდეგ, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა მას ხელზე დანა დაარტყა, რის შედეგადაც  დაშავებული გასისხლიანებული ხელით იძულებული გახდა, ახლოს მდებარე მინი მარკეტში გაქცეულიყო და დახმარება ეთხოვა, მაგრამ მოზარდები მას ისევ აედევნენ და ამჯერად ნეკნების არეში დაჭრეს, საბედნიეროდ, მსუბუქად.

ამის შემდეგ მოძალადეები სირბილით გაუჩინარდნენ, დაზარალებული კი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან უცნობ პირთა წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

აღნიშნული თავდასხმა ქუჩაში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს, რის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა 13 წლის ერთ-ერთი მოზარდის ვინაობის დადგენა.

გავრცელებული ცნობით ის გასული წლის მარტში დაკავებული იყო მსგავსი ინციდენტის გამო, როდესაც დარტყმით დაემუქრა ერთ-ერთ მძღოლს, სხვა ბოშა არასრულწლოვანებისთვის შენიშვნის მიცემის გამო, რომლებიც მის მანქანას ქვებს ესროდნენ. მოზარდი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი და მის დასაკავებლად ძებნა გრძელდება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *