Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთი

წვიმიანი ამინდი დღეს – მოსალოდნელია შტორმი და სეტყვა

დღეისათვის საბერძნეთში უმეტესად წვიმა და ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი. დილის საათებში თესალიაში, სპორადებში, აღმოსავლეთ სტერეაში, დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიასა და ეპიროსში ადგილობრივად გაიზარდება ღრუბლიანობა ლოკალური წვიმებით.

შუადღის და საღამოს საათებში ყველა კონტინენტზე დროებით მოიმატებს ღრუბლიანობა ადგილობრივი წვიმით და სპორადული შტორმით, რასაც დასავლეთში შესაძლოა სეტყვაც ახლდეს. მდგომარეობა გაუმჯობესება საღამოდან.

იქროლებს 4 ბოფორტამდე  სიძლიერის სუსტი ქარი დასავლეთის მიმართულებით. აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით 4-დან 5 ბოტორტამდე.  ეგეოსში ადგილობრივად 6 ბოფორტი.

ოდნავ დაიკლებს ტემპერატურაც.

დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში დილის საათებში  ლოკალურად მოიმატებს ღრუბლიანობა, შუადღისა და საღამოს საათებში ადგილობრივი წვიმით და სპორადული შტორმით.  მდგომარეობა გაუმჯობესება საღამოდან.

ტემპერატურა: 18-დან 36 გრადუსამდე, ხოლო დასავლეთ მაკედონიაში 3-4 გრადუსით შემცირდება.

ეპირუსში დილის საათებში, შუადღისას და შუადღის შემდეგ ლოკალურად მოიმატებს ღრუბლიანობა.

შუადღის და საღამოს საათებში კონტინენტურ რაიონებში მოსალოდნელია სპორადული შტორმი, შესაძლოა სეტყვაც.

ტემპერატურა 21-დან 35 გრადუს ცელსიუსამდე.

თესალია, აღმოსავლეთ კონტინენტი, აღმოსავლეთ პელოპონისი – მოიმატებს  ღრუბელი შუადღემდე, ადგილობრივი წვიმით ან ცალკეული შტორმით თესალიაში, სპორადებსა და აღმოსავლეთ სტერეაში, ხოლო შუადღის საათებში აღმოსავლეთ პელოპონესში.

ტემპერატურა: 21-დან 37 გრადუსამდე.

ციკლადები, კრეტა – ზოგადად მოღრუბლულობა ციკლადებსა და კრეტას მთებში შუადღამდე, ადგილობრივი წვიმით.

ტემპერატურა: 20-დან 31 გრადუსამდე, ხოლო კრეტაზე 34 გრადუს ცელსიუსამდე.

აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულები, დოდეკანისი

ამინდი: აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე დროებით მოიმატებს ღრუბელი შუადღემდე. დოდეკანისში ძირითადად მზიანი ამინდი შენარჩუნდება.

ტემპერატურა: 23-დან 36 გრადუსამდე, ხოლო დოდეკანისში 2-3 გრადუსით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება.

ატიკა:  შუადღისას მოიმატებს  ღრუბლიანობა, ცალკეულ ადგილებში წვიმით ან ელჭექით.

ტემპერატურა: 25-დან 36 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთში 2-3 გრადუსით ნაკლები იქნება.

თესალონიკი: დროებით მოიმატებს ღრუბელი ადგილობრივი წვიმით ან ცალკეულ ადგილებში ელჭექით, ძირითადად შუადღის და საღამოს საათებში.

ტემპერატურა: 20-დან 34 გრადუსამდე

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *