ბუდუ ზივზივაძე თავის ოჯახზე საუბრობს
ბუდუ ზივზივაძე თავის ოჯახზე საუბრობს
„ჩემი მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ. დედას დავყავდი ვარჯიშებზე, წვიმა იყო თუ ქარი. მაშინ ქუთაისში არ იყო ისეთი კარგი პირობები, რომ სითბოსა და გადახურულში მდგარიყო. ცუდ ამინდებშიც კი იდგა გარეთ და იქიდან მიყურებდა. მამა მუშაობდა და დედა იყო ორიენტირებული ამ თემებზე. დედაჩემის ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემს საფეხბურთო კარიერაში. მისი ძალიან დიდი მადლიერი ვარ.

მამა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. კარიერაში ცუდი პერიოდი რომ მქონდა, ყოველთვის მამხნევებდა, დიდ მოტივაციას მაძლევდა და ჩემი სჯეროდა. მინდოდა, პირველ რიგში, მამაჩემისთვის მენახვებინა, რომ მის შვილს შეუძლია კარგად თამაში. აუცილებლად მინდა აღვნიშნო და დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს დას, რომელიც მეორე დედობას მიწევდა მაშინ, როცა საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით…” – ბუდუ ზივზივაძე
ფორტუნა | 2022 წ.
