Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთი

სროლა პანორმუში: დაშავებული ნარკოდანაშაულის გამო იძებნებოდა

კვირას ღამით, პანორმოუს მე-16 ლიცეუმის წინ სროლა მოხდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დაშავებული და ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასრილი ტყვიები ვერ იპოვეს.

ცოტა მოგვიანებით წითელი ჯვრის საავადმყოფოდან პოლიციას აცნობეს, რომ  ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით სტაციონარში ორი ადამიანია განთავსებული-20 წლის ბერძენი  გოგონა, ჭრილობით მარჯვენა ბარძაყზე და 32 წლის ალბანეთის მოქალაქე მამაკაცი ჭრილობით მხარზე.

როგორც გოგონამ პოლიციას განუცხადა, სავარაუდოდ ის არ იცნობს დაჭრილ 32 წლის მამაკაცს, მან შემთხვევის ადგილზე გაიარა, კონკრეტულად კი პანორმოს და ლარისის ქუჩის კვეთაზე პარკში, რა დროსაც მოულოდნელად ნასროლი ტყვია მოხვდა.

მომხდარზე გამოძიება უშიშროებამ მაშინვე დაიწყო და როგორც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ირკვევა, დაჭრილი 32 წლის ალბანელი მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის იძებნებოდა და წარსულში კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით იყო დაკავებული.

პოლიცია იკვლევს პანორმუს უსაფრთხოების კამერებიდან გადაღებულ კადრებს, რათა გამოავლინოს დამნაშავეები, რომლებმაც ისროლეს სკოლის გარეთ და დაჭრეს ორი ადამიანი.

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *