Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთი

სად გაემგზავრებიან ბერძნები აღდგომის დღესასწაულზე?

აღსანიშნავია, რომ წელს საბერძნეთში მოგზაურობაზე მოთხოვნა, წინა წლებთან შედარებით და არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე  საგრძნობლად გაზრდილია.

რომელ შიდა  და საერთაშორისო მიმართულებებს ანიჭებენ უპირატესობას ისინი, სად არჩევენ გაატარონ აღდგომის დღესასწაული?

საბერძნეთის ტურისტული ოფისების სტატისტიკური მონაცემებით, პანდემიის შემდეგ, სრული თავისუფლების პირობებში, სააღდგომო მოგზაურობებზე მოთხოვნა, წინა წლებთან შედარებით, სამჯერ არის გაზრდილი.

სააღდგომო ტრაფიკს ტურისტული ოფისები დადებითად აფასებენ და ვარაუდობენ რომ ” წმინდა კვირას” ის პიკს მიაღწევს.

ყველაზე მოთხოვნადი შიდა მარშრუტი წელს ისევ  კუნძული კორფუა, რომელიც ცნობილია თავისი ტრადიციული სააღდგომო წეს-ჩვეულებებით.

როგორც მონაცემებიდან ჩანს, შიდა დონეზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა შემდეგ მიმართულებებზე:  მეტეორა, ნავპლიო, კასტორია, მესინია, პიერია, ქსილოკასტრო და პორტოჰელი.

ასევე კუნძულები: კორფუ, ბატმოსი, როდოსი, ზაკინთო, კრეტა, მიტილინი, და სხვა.

რაც შეეხება უცხოურ მიმართულებებს, ბერძნები უპირატესობას ანიჭებენ შემდეგ ქვეყნებს: პარიზი, ბუდაპეშტი, იტალია, კვიპროსი, სტრასბურგი, ვენა და ასევე ამერიკა.

სააგენტოების ცნობით, ჯავშნების დიდი წილი უცხოეთის მიმართულებებზე  მოდის.

ტურისტული სააგენტოები თავის მხრივ  სთავაზობენ მომხმარებლებს ისარგებლონ  უამრავი ხელსაყრელი შეთავაზებით, შესაბამისი დაცვითა და ხელშეწყობით, რადგან ტურისტული პროდუქციის ფართო არჩევანი ამის საშუალებას თამამდ იძლევა.

უძველესი თეატრები საბერძნეთში, რომლებიც უნდა ნახოთ

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *