Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: ყალბი მართვის მოწმობების გაცემის დანაშაულებრივი სქემა

საბერძნეთში რამდენიმე დღეა წინა პლანზეა წამოწეული თემა ყალბი მართვის მოწმობების გაცემის თაობაზე.

საუბარია არალეგალური მართვის მოწმობების გაცემის დიდ კორუფციულ სქემაზე, რომელიც 2017- 2018 წლებიდან მოქმედებდა, დაახლოებით ნახევარი მილიონი ევროს ბრუნვით.

კარგად ორგანიზებული თაღლითური ქსელი საეჭვო შესაძლებლობების მქონე პოტენციურ მძღოლებს, 2000 ევროს საფასურად  მართვის მოწმობის თეორიული გამოცდებისგან ათავისუფლებდა.

კანდიდატებს შორის იყვნენ ემიგრანტები, რომლებიც არასაკმარისად ფლობდნენ ბერძნულ ენას, ასევე არასრულწლოვანები და მოხუცები.

აღნიშნულ კორუფციულ სქემაში მონაწილეობდნენ ტრანსპორტის დეპარტამენტის თანამშრომლები, გამომცდელები და მართვის ინსტრუქტორები.

სპეციალურად მოწყობილ   ოთახებში  აწყობდნენ ვირტუალურ გამოცდებს ცარიელ მერხებთან, ფიზიკური დასწრების გარეშე, რის შემდეგაც იქმნებოდა კანდიდატის მიერ გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები.

აღნიშნულ სქემაში მონაწილე პირებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სასამართლო პროცესი რამდენიმე თვეში გაიმართება.

თაღლითურ სქემაში მონაწილეობისათვის ბრალდებულია სულ 24 ადამიანი. აქედან  14 ტრანსპორტის სამინისტროს თანამშრომელია, 10 კი მართვის ინსტრუქტორი. ყველა მათგანი ერთად , ერთ კორუფციულ ქსელში იყო ჩართული.

მათ შორის არიან ექიმებიც, რომლებიც გასცემდნენ  ჯანმრთელობის  დამადასტურებელ  ყალბ ცნობებს, ყოველგვარი საჭირო გამოკვლევების ჩატარების გარეშე.

გამოვლენილი უკანონობის მასშტაბები და შედეგები შოკისმომგვრელია, თუ გავითვალისწინებთ რომ მინიმუმ 200 ადამიანი ფიქსირდება თაღლითური გზით მიღებული ყალბი მართვის მოწმობით.

აქედან გამომდინარე  ადვილი მისახვედრია,  დიდ წილად რა არის გამომწვევი მიზეზი საბერძნეთში ბოლო წლებში მომრავლებული ავარიული შემთხვევებისა.

სტატისტიკური მონაცემებით  2022 წელს  დასავლეთ საბერძნეთის სამივე რეგიონალურ ერთეულში 470 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რომელშიც 57 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 537 მძიმედ ან მსუბუქად დაშავდა.

 

სად გაემგზავრებიან ბერძნები აღდგომის დღესასწაულზე?

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *