Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებულმა მამაკაცმა ამავე კლინიკის პაციენტი მოკლა

კორფუს გენერალური საავადმყოფოს ფსიქიატრიული კლინიკის 45 წლის პაციენტმა, რომელიც ფსიქოლოგიური პრობლემების გამო წარსულშიც რამდენჯერმე იმყოფებოდა მოთავსებული კლინიკაში, ხუთშაბათს, საღამოს 22 საათზე, გამოძიების თანახმად, აიღო კალამი და ხის დანა და სახის და კისრის არეში 10-ზე მეტი დარტყმა მიაყენა ამავე კლინიკის პაციენტ 63 წლის ქალს, რომელსაც ამ დროს ეძინა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც მკვლელობის ჩამდენის  იზოლირება მოახდინა. ასევე, გარდაცვლილს ჩაუტარდა აუტოფსია, რომელმაც დაადასტურა, რომ ქალის გარდაცვალება მოხდა კალმისა და ხის დანის რამდენიმე დარტყმის შედეგად.

ინციდენტის შემდეგ მნიშვნელოვანი კითხვები ჩნდება პაციენტების მეთვალყურეობასთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში სხვა საკითხებთან ერთად, მიმდინარეობს გამოძიება, თუ როგორ მოხვდა 45  წლის მამაკაცი ფსიქიატრიული კლინიკის იმ პალატაში, სადაც მისი მსხვერპლი მკურნალობდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *