Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ხვალიდან მოსალოდნელია ამინდის გაუარესება ძლიერი წვიმით და შტორმით ქვეყნის უმეტეს რეგიონებში

საბერძნეთში ორშაბათიდან (4/9) ოთხშაბათამდე (6/9) მოსალოდნელია ამინდის გაუარესება ძლიერი წვიმით და შტორმით, რომელსაც თან ახლავს სეტყვა და ელვის სიხშირე, გაძლიერებული ქარი და ტემპერატურის შესამჩნევი ვარდნა.

ჩრდილოეთ ბალკანეთიდან ცივი ჰაერის მასების გადაადგილება სამხრეთით გავლენას მოახდენს ქვეყნის უმეტეს რეგიონებზე.

ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი თესალიში, სპორადებზე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ სტერეაში, ჩრდილოეთ ევიაში და პელოპონესში.

ორშაბათს, შუადღის საათებიდან იწვიმებს დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში, ასევე აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიაში. შუადღიდან ფენომენი შემოიფარგლება ცენტრალური მაკედონიით (ძირითადად პიერიისა და იმათიის პრეფექტურები).

შუადღიდან იწვიმებს ეპიროსში, თესალიაში, სპორადებზე, უამინდობა თანდათან გადაინაცვლებს იონიის კუნძულებზე, სტერეასა და ევიაში, აგრეთვე პელოპონისზე (ძირითადად დასავლეთით და ჩრდილოეთით).

სამშაბათს წვიმაა მოსალოდნელი შემდეგ რეგიონებში:

• ეპიროსში, იონიის კუნძულებზე, დასავლეთ სტერეასა და დასავლეთ პელოპონესში.

• ცენტრალურ მაკედონიაში (ძირითადად პიერიის, იმათიასა და ხალკიდიკის პრეფექტურებში), თესალიაში, სპორადებზე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ სტერეაში (ძირითადად ევრიტანიის, ფთიოტიდასა და ვიოტიის რაიონებში და დროებით ატიკის რეგიონში, ძირითადად მის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში), ევიაში (ძირითადად ჩრდილოეთი), აღმოსავლეთ და სამხრეთ პელოპონესზე და დასავლეთ კრეტაზე.

• შუადღიდან საღამომდე დასავლეთ ციკლადებსა და ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე.

ოთხშაბათს:

• თესალიაში, სპორადებზე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ სტერეაში (ძირითადად ევრიტანიის, ფთიოტიდასა და ვიოტიის რაიონები), ჩრდილოეთ ევიაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ პელოპონესსა და დასავლეთ და სამხრეთ კრეტაზე.

საღამოდან ფენომენი შესუსტდება, გარდა თესალიისა და სპორადების რეგიონებისა, სადაც ის ხუთშაბათის დილამდე გაგრძელდება.

ორშაბათის საღამოდან სამშაბათის საღამომდე იქროლებს ჩრდილო-აღმოსავლეთი ეგეოსის 7-დან 8 ბოფორტამდე ინტენსივობის ქარი.

ორშაბათიდან  ტემპერატურა ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით შესამჩნევად დაიკლებს 6-დან 8 გრადუს ცელსიუსამდე იონიურ და კონტინენტურ რაიონებში.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *