Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

როგორ დავიცვათ თავი მზის დაკვრისგან 

როგორ დავიცვათ თავი მზის დაკვრისგან 

ზაფხულის მოსვლასთან ერთად მატულობს მზისა და სითბური დაკვრის საშიშროება.  ადამიანის  ორგანიზმზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპერთერმია ანუ სხეულის ტემპერატურის მომატება. მისი ერთ-ერთი სახეა მზის დაკვრა, რომელიც ვითარდება დიდი ხნის განმავლობაში გარემოს მაღალი ტემპერატურის ან მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს, რაც საბერძნეთის ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება და ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კიდევ 48 საათს გასტანს.

მზის  დაკვრას   მზის   სხივების  ინტენსიური   და/ან   ხანგრძლივი  მოქმედება იწვევს. ის  შეიძლება  განვითარდეს,  როგორც  უშუალოდ  მზეზე  ყოფნის  პროცესში, ასევე  მზეზე  ყოფნის  პერიოდიდან  რამდენიმე საათის შემდეგ. თუ გარემოს ტემპერატურა მაღალია და ორგანიზმი ვერ გამოყოფს სითბოს საკმარის რაოდენობას (თბილად აცვია, ტემპერატურა აქვს მაღალი), ხდება გადახურება და შეიძლება განვითარდეს მზის დაკვრა.

მზის დაკვრის რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ბავშვები, მოზარდები და მოხუცები, მათი ადვილად მოწყვლადი თერმორეგულაციის გამო, ასევე ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ღია ფერის კანი და თვალები.

მზის  დაკვრის  დროს აღინიშნება:

  • ძლიერი თავის  ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • სხეულის  ტემპერატურის  მომატება ( 40–410 C -მდეც კი)
  • პირის  სიმშრალე, წყურვილი.
  • გულისრევა, ღებინება
  • ზოგადი  სისუსტე
  • კანის  შეწითლება
  • ჭარბი  ოფლიანობა
  • გახშირებული, ზერელე  სუნთქვა
  • ხშირი, სუსტი  პულსი.
  • შეიძლება გამოიხატოს აგზნება , გულყრა, ძილიანობა
  • მძიმე შემთხვევებში – უგონო მდგომარეობა.
    პირველი  დახმარება  მზის  დაკვრის  დროს.
  • მზის დაკვრის შემთხვევაში ბავშვი გადაიყვანეთ ჩრდილში ან გრილ ოთახში, დააწვინეთ ზურგზე, უზრუნველყავით  თავის  შემაღლებული  პოზიცია.
  • თუ შესაძლებელია, გადაავლეთ გრილი წყალი ან შემოახვიეთ  სველი  ზეწარი.
  • შუბლზე  და  კისერზე  დაადეთ  ცივი  საფენები.
  • მიეცით  დიდი  რაოდენობით  სითხე.
  • ცხელების შემთხვევაში-სიცხის დამწევი პრეპარატი.
  • აუცილებელია    ექიმის  კონსულტაცია.

როგორ  ავიცილოთ  თავიდან  მზის  დაკვრა

  • მოერიდეთ ხანგრძლივად მზეზე ყოფნას;
  • თავი დაიფარეთ ღია ფერის თავსაფრით ან ქუდით.
  • სასურველია ქოლგები და სხვა მოსაჩრდილი საშუალებები;
  • მზისგან დამცავი სათვალე.
  • ატარეთ ღია ფერის ტანსაცმელი, რომელიც ადვილად ატარებს ჰაერს.
  • მოერიდეთ მზეზე ყოფნას პირდაპირი მზის სხივების, ანუ მზის აქტივობის პერიოდში–11:00 –17:00 სთ-მდე;
  • პირველ დღეს მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა 20 წუთს არ უნდა აღემატებოდეს, შემდგომი თანდათანობითი მომატებით 2 სთ–მდე (მაქსიმუმ) და აუცილებლად – შესვენებებით ჩრდილში;
  • მიიღეთ მეტი სითხე – ამით შევინარჩუნებთ წყლის ბალანსს ორგანიზმში.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *