Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

პროფესორი მოსალოდნელ მიწისძვრას პროგნოზირებს

ცნობილი  სეისმოლოგი, პროფესორი გერასიმოს პაპადოპულოსი კორინთოს ყურეში მოსალოდნელ ძლიერ მიწისძვრაზე საუბრობს.

მის მიერ  პრესასთან  მიცემულ ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ  ძლიერი მიწისძვრები მეორდება ყოველ 25- 30 წელიწადში ერთხელ და აქედან გამომდინარე, რადგან  ეგეოსის ბოლო, ძლიერი მიწისძვრიდან უკვე გავიდა 27 წელი, საფრთხე კვლავ რეალურია.

მან აღნიშნა რომ სეისმურად ყველაზე აქტიური ნაწილი კორინთოს ყურის დასავლეთი ნაწილია.

ეს არის ტერიტორია ეგიონს, აკრატას და ერატინს შორის.

პროფესორ პაპადოპულოსის განმარტებით, თუ მიწისძვრა ხდება ზღვაში, ან თუნდაც სანაპირო ზოლში  და მისი სიმძლავრე აღემატება 6 ბალს, არსებობს ცუნამის გამოწვევის საფრთხეც, თუმცა კორინთოს ცუნამებს აქვთ თვისება, რომ არ შეუძლიათ დიდ მანძილზე გავრცელება, რადგან კორინთოს ყურე დახურული აუზია.

ჯერჯერობით მოსალოდნელ მიწისძვრაზე საუბარი მხოლოდ ვარაუდის დონეზე მიმდინარეობს,  თუმცა პრევენციული, დამცავი ზომების გატარება აუცილებელია, როგორც მთლიანი რეგიონის, ასევე ქვეყნის მასშტაბით- აღნიშნავს იგი.

 

საბერძნეთი: ყალბი მართვის მოწმობების გაცემის დანაშაულებრივი სქემა

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *