Latest news
დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
საბერძნეთი

სტიქია საბერძნეთში: ვოლოსში სტეფანოვიკიოს ვერტმფრენების ბაზა დაიტბორა

ათი დაღუპული ჯერჯერობით ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე ოთხი დაკარგული და ათასობით წყლის ხაფანგში მომწყვდეული ადამიანი ბიბლიური კატასტროფის შემდეგ.

ქალაქები წყალში და ტალახშია ჩაძირული, ქვეყანა ითვლის მომაკვდინებელი ქარიშხლისგან მიყენებულ ჭრილობებს. დაუნდობელმა სტიქიამ დატოვა  შიში, შფოთვა და გაურკვევლობა ხვალინდელი დღის შესახებ.

ვოლოსში სტიქიის ზონიდან დღეს გავრცელებულ კადრებში ჩანს სტეფანოვიკიოს დატბორილი სამხედრო ბაზა, სადაც ვერტმფრენები ნავებივით ცურავენ წყალში.

MEGA- ს ინფორმაციით, ვერტმფრენები ბაზის სხვა ნაწილში გადაიტანეს წყლის მზარდი მაღალი დონისგან დასაცავად, ხოლო ლარისას საავიაციო ბაზა და ტაქტიკური ავიაციის შტაბი დატბორვას გადაურჩა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *